Friday, May 1, 2009

მიმართვა თანამოქალაქეებს


ნინო ძანძავას ფოტო


აქ გრძელდება ხელმოწერები, გაავრცელეთ!


თანამოქალაქენო!


საქართველოში არსებული სიტუაცია ცხადად მეტყველებს პოლიტიკური კლასის - მმართველი და ოპოზიციური პარტიების - კრიზისზე. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს, მაგრამ აქტიურად არაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, ეს კი პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობითაა განპირობებული. არსებულ პოლიტიკურ აპათიას იწვევს ასევე უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რადგან ეს დაწესებულებები პოლიტიკური ინტერესების დამცველად გვევლინებიან, რაც თავისთავად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

ვფიქრობთ, რომ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა უკიდურეს ნიშნულს მიაღწია და მასზე მთავარი პასუხისმგებელი მხარე - ხელისუფლება არანაირ კონკრეტულ ნაბიჯს არ დგამს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი და სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ, მიგვაჩნია რომ ჩვენი მიმართვის უმთავრესი ადრესატი სწორედ ქართული საზოგადოება უნდა იყოს.

მოგმართავთ საზოგადოების თითოეულ წევრს, თითოეულ მოქალაქეს!

დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არათუ ვერ წყვეტს იმ პრობლემებს, რომელიც ძირითადად, თავადვე შეუქმნა ქართულ სახელმწიფოსა და დემოკრატიას, არამედ გაურბის კიდეც ამ პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღებასა და მოგვარებას; ასეთ დროს სწორედ ჩვენი უშუალო მოვალეობაა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვთხოვოთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ქართული საზოგადოება და სახელმწიფო იმ ფუნდამენტური ინსტიტუტებითა და უფლებებით, რომლებიც უპირველესყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით.

ჩვენ მოვითხოვთ:

თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიას, არჩევანის თავისუფლებას და თავისუფალ არჩევნებს.

ეს ფუნდამენტური უფლებები და სახელმწიფო ინსტიტუტები გვეკუთვნის ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, და სწორედ ამ უფლებების მოსაპოვებლად და განსამტკიცებლად მოვუწოდოთ ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს არა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტინქტით, არამედ, იმოქმედოს სამართლებრივი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. სწორედ ამ უფლებების და ინსტიტუტების არარსებობამ შეიყვანა არაერთხელ პოლიტიკური პროცესი ჩიხში. ამიტომაც დაიკარგა ნდობა მხარეებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების ეფექტურობის მიმართ.

თუკი ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტული და არსებითი მოლაპარაკებებისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, კიდევ უფრო გაიზრდება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის ლეგიტიმაცია.

საქართველოს უახლესი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ოპოზიციის მიერ საზოგადოების პროტესტის არასწორი მართვის შემთხვევაში ქართული სახელმწიფო კვლავაც დარჩეს წარუმატებელი და საზოგადოება - იმედგაცრუებული, ხოლო ხელისუფლება - ბევრად უფრო ავტორიტარული და არაადექვატური.

შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი მიზანია თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები და დავიწყოთ რაციონალური და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების გაძლიერებისათვის. ჩვენი მიზანია ცვლილებები და არა ჩანაცვლებები; რეალური სისტემური ცვლილებების მიღწევა და არა ძალაუფლების შენარჩუნება ან მოპოვება.

ვხედავთ რა არსებული პოლიტიკური ვითარების უპერსპექტივობას და იმას, რომ პოლიტიკური პროცესი შესულია ჩიხში, სწორედ ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა - უნდა მოვითხოვოთ პროცესის მკვდარი წერტილიდან დაძვრა: მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს, რომ შეასრულონ საზოგადოებრივი შეკვეთა და სახელმწიფოებრივი - და არა პირადი ან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებიდან გამომდინარე გადადგან შემხვედრი ნაბიჯები; დაიწყოს ქართული საზოგადოებისათვის და ზოგადად, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი.

დანართი:

დაპირისპირების ესკლაციის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეასრულოს კანონიერი ვალდებულება:

დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა;

გამოავლინოს და დასაჯოს ის პირები, ვინც თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მშვიდობიან მოქალაქეებს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა.

პოლიტიკოსებს ვთავაზობთ საკითხებს, რომელთა განხილვა და მოლაპარაკებების დაწყება არა მხოლოდ ამჟამინდელი კრიზისის განმუხტვას, არამედ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და სამართლებრივი სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ეს საკითხებია:

საზოგადოების აქტიური ჩარევით მთავრობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მომზადება კონსტიტუციური ბალანსის აღდგენის მიზნით პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯძე;

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის და მისი თავმჯდომარის დათხოვნა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი საარჩევნო კომისიის შექმნა;

რეფერენდუმის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით;

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა;

საზოგადოებრივი მაუწყებლის გამგეობისა და ხელმძღვანელობის დათხოვნა; აგრეთვე, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროფესიული საბჭოს შექმნა;

ნაციონალური მაუწყებლების - ტელეკომპანია "იმედისა” და "რუსთავი 2”-ის მფლობელთა ვინაობის საზოგადოებისათვის გამხელა;

ტელეკომპანია "იმედის” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის დაბრუნება.



ხელს აწერენ:

1. რატი ამაღლობელი

2. ანა დოლიძე

3. ლაშა ბუღაძე

4. ნინო დანელია

5. ირაკლი კაკაბაძე

6. ნინო ლეჟავა

7. გიორგი მაისურაძე

8. ზაალ ანდრონიკაშვილი

9. სალომე ჯაში

10. გელა თევზაძე

11. ეკა აღდგომელაშვილი

12. ანა მარგველაშვილი

13. თეო ხატიაშვილი

14. ნინო ბექიშვილი

15. ქეთევან კიღურაძე

16. გიორგი შუბითიძე

17. ნანა ჭანიშვილი

18. მირიან გამრეკელაშვილი

19. თეა თელია

20. სალომე მაჩაიძე

21. ანა ძიაფშიპა

22. თათა ჩხეიძე

23. ნინო ჩლაიძე

24. კოტე ჩაჩანიძე

25. ეკა წერეთელი

26. ხათუნა სიდამონიძე

27. ირმა ბერძენიშვილი

28. იკა ბობოხიძე

29. პაატა საბელაშვილი

30. ზეზვა ცისკარიშვილი

31. ლიკა კალანდაძე

32. სანდრო ჩხეიძე

33. თინათინ ჯაფარიძე

34. გიორგი ცინცაძე

35. რუსუდან გულედანი

36. გიორგი ყაჯრიშვილი

37. გიორგი რაჯებაშვილი

38. თამარ ჯაფარიძე

39. შორენა გაბუნია

40. ნინო აღდგომელაშვილი

41. სოფო გაგუა

42. ანა თვაური

43. ქეთევან ცხოვრებაშვილი

44. სანდრო კაკაბაძე

45. დავით დობორჯგინიძე

46. თამარ მახარაძე

47. ირაკლი ჭირაქაძე

48. ნატალია ლომინაძე

49. ვერა გოგოხია

50. ნათია აღდგომელაშვილი

51. ლიკა წერეთელი

52. ნინო ერემაშვილი

53. აველინა დავითულიანი

54. მარიამ გაგოშაშვილი

55. ზურა კაციტაძე

56. ნანა აღაპაშვილი

57. ლიკა ნადარაია

58. გოგა კაპანაძე

59. ანიტა თვაური

60. ნინო ბჟალავა

4 comments:

n.tavadze said...

nutu, 1 maiss dadebul am mimartvas aravin ar gamoexmaura?!

piradad me vuertdebi am mimartvas, is srulad gamoxatavs chemi, rogorc erti konkretuli moqlaqis pozicias da vfiqrob, rom es pozicia dres umravlesobashia. droa gonivruli gadawyvetilebebis da moqmedebebis. es xom chvens samshoblos exeba!

alex said...

mec vuerTdebi !!!!

irendesign said...

ვუერთდები ამ მიმართვას

LiLeo MK said...

ვუერთდები