მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე კინოპრესაც აქტიურად საუბრობს
ნინია კაკაბაძე
კანის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მრავალი ნიშნით არის განსხვავებული, ბუნებრივია, განსხვავებული წინამდებარე 61 ფესტივალისგან. პროგრამა, დამსწრე საზოგადოების რაოდენობა, ბილბორდებით აჭრელებული ქუჩები... თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა. ყურადღებას მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია იპყრობს, რომელიც ჯაჭვური რეაქციით ჩვენს თავლთახედვის ვექტორს სხვადასხვა დეტალებისკენ მიმართავს. კინოპრესა, რომელიც კანის ფესტივალის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, (ყოველკვირეული ჟურნალები ასეთ დროს ყოველდღე გამოდის ხოლმე,) ძირითად აქცენტს არა ფილმებზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე აკეთებს, რომელიც კანის 62-ე ფესტივალზე აისახა. მხოლოდ წაკითხული “საგანგაშო” რეცენზიების შემდეგ შეამჩნევთ, რომ კინობაზრობაზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითი პავილიონების, მართლაც შესამჩნევი სიხალვათეა, კინოჩვენებებზე მაყურებელთა რიგი წრეს არ ურტყამს მთელ შენობას და რაც მთავარია კანის ცენტრში სასტუმროების კარებზე გამოკრულია შეტყობინება: “გვაქვს ცარიელი ოთახები”. ეს უკანაკსნელი დეტალი კანის ფესტივალის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიაში აშკარა სენსაციაა. მაგრამ, თუნდაც ამგვარ სენსაციურ დეტალებს, მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ, თუკი პრესა გაიძულებთ გაიგოთ, რაში მდგომარეობს “მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ნიშნები”.
არა მგონია ესეც კრიზისს უკავშირდებოდეს, მარამ ვარსკვლავთცვენაც წელს აშკარად არ არის კანისთვის შესაბამისი. პროგრამაშიც რომ არ ჩაიხედოთ, წითელ ხალიჩასთან, დილის 9 საათიდან (ოფიციალური ჩვენებები საღამოს 7 საათიდან იწყება) მოდარეჯე თაყვანისმცემლების უზარმაზარ ჯარსაც ვერ შენიშნავთ. როგორც ერთ-ერთმა ცნობილმა მიმომხილველმა იშაყირა, წლევანდელი კანი კვენტიმ ტარანტინომ გადაარჩინა, რომელსაც მისი ახალი ფილმი მოაქვს და თან მოჰყავს ბრედ პიტი, დაიან კრუგერი, მაიკლ ფასბინდერი და ა.შ. თუკი ტარანტინოს ფილმის ანოტაციას წაიკითხავთ, იფიქრებთ, რომ ეს მისი მორიგი ოინია. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი, პერიოდი - როდესაც ნაცისტური გერმანია საფრანგეთს იპყრობს. ბრედ პიტი, ლეიტენანტი ალდო რეინის გმირს განასახიერებს, რომელიც ამერიკელი ებრაელების ჯგუფს ქმნის და რომელიც შურისძიების შოკურ თავდასხმას (ალბათ, ე.წ. ბლიც კრიგს) გეგმავს... უკვე საინტერესოა არა?! თუკი სინოფსისისა და წინასწარ წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით ვიმსჯელებთ, ტარანტინო აღარ ხუმრობს.. ხუმრობს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ისტორიულ დრამას, ყოველგვარი პაროდირების გარეშე გვთავაზობს.
მაგრამ, ტარანტინოს ფილმი ფესტივალის მაყურებეს ჯერ არ უნახავს. პრესის წარმომადგენელთა ნაკლებობა შესაძლებელია მხოლოდ დროებითია და მათი რაოდენობა მოსალოდნელია, რომ დღითიდღე გაიზარდოს. გამოცდილი მაყურებელი მიხვდებოდა, რომ უმჯობესია ფული ფესტივალის პირველ დღეებში დაზოგოს, რადგან უკვე წარმოდგენილი 5 საკონკურსო ფილმიდან, არც ერთი მათგანის გამოტოვება არ იმსახურებს სინანულს.
უკვე კინემატოგრაფიულ ტრადიციად ან შესაძლებელია კონიუქტურად იქცა, აზიური და ძირითადად კორეული და ჩინური ფილმების ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოთავსება. მაგალითად, ჩინეთში დისიდენტ კინორეჟისორად ცნობილი ლუ იეს ფილმი “გაზაფხულის ციებცხელება” სასიყვარული სამკუთხედს წარმოგვიდგენს. მთავარი გმირი (ახალგარზდა მამაკაცი) ცოლთან ერთად ცხოვრობს, პარალელურად კი ახალგაზრდა ბიჭთან ვნებიანი სასიყვარულო თავგადასავალი აქვს. გეი წყვილის სექსუალური სცენები იმდენად ნატურალისტურად იყო ნაჩვენები, (და თანაც არა ერთხელ), რომ არ შეიძლება არ დაბადებულიყო კითხვა, რომელიც რეჟისორს პრესკონფერენციაზე დაუსვეს: “ამ ფილმის გადაღებამ თქვენს ქვეყანაში პრობლემები არ შეგიქმნათ?” ლუ იესთვის პრობლემები არავის შეუქმნია, უბრალოდ ამ ფილმს ჩინელი მაყურებელი ეკრანებზე ვერ ნახავს, ისევე, როგორც ვერ ნახა მისი წინა ფილმი “ზაფხულის სასახლე”. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფილმში ყველაზე მეტად საინტერესო, სწორედ ის არის, თუ როგორ მოახერხა რეჟისორმა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ამ ფილმის გადაღება. ასევე ნაკლებად საინტერესო იყო ის ფილმები, რომელიც პირველი 2-3 დღის განმავლობაში წარმოადგინა კანის ფესტივალმა.
მართალია, 62-ე ფესტივალზე წითელ ხალიჩაზე იმდენი ვარსკვლავი არ ჩამოვარდება და გაივლის, როგორც ეს გასულ წლებში იყო, მაგრამ ვისაც რეჟისორები მეტად უყვარს, ვიდრე ჰოლივუდის მსახიობები, მათთვის წელს კანში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რეჟისორების კოქტეილი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. ალან რენე, მარკო ბელოკიო, პედრო ალმოდოვარი, ლარს ფონ ტრიერი, კენ ლოუჩი, ანგ ლი, მიხაელ ჰანეკე, ელია სულეიმანი, კვენტინ ტარანტინო... თითქმის ყოველი მათგანი, აქამდე უკვე არის ოქროს პალმის მფლობელი და შესაძლებელია, რომელიმე მათგანი კიდევ ერთხელ გახდეს. ერთადერთი პედრო ალმოდოვარია, რომელსაც კანში არ სწყალობენ და ის არასდროს დაუჯილდოვებიათ მთავარი პრიზით. მას ხან სცენარს უფასებენ და ხან მსახიობებს. 2 წლის წინ “დაბრუნებისთვის” 7 ოქროს პალმის რტოს გაკეთება არ დაენანათ და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში მონაწილე შვიდივე ქალბატონს გადასცეს პრიზი - და არც ერთი თავად ალმოდოვარს. ყველაფერი წინ არის, მისი უკანასკნელი ფილმის სინოფსისი ანტონიონის “პროფესია რეპორტიორს” მოგვაგონებს და იქნებ, სწორედ ეს აღმოჩნდეს მისი იღბლიანი ფილმი კანის კინოფესტივალზე, რომლის ოფიციალურ აფიშაზე, (პლაკატზე) სწორედ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის “თავგადასავალი” კადრია აღებული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
wels martlac zalian kargi koqteilia kanze.aqac sheuzliat gamonaklisi daushvan da ramdenimes ertad gadascen :) almodovars, imitom, rom ekutvnis :) da lars fon triers.
depresiashi rom ar chavardes :d
martalia prangebma chveuli krijanobit, festivalis gaxsna KRIZISZE laparakit (sqqartveloshi msgavsi festivalis maspindzlebi 100 celi amaze ar vilaparakebdit chamosul stumrebtan:) daickes, magram ekononikurma - varskvlavuri ar gvagrdznobina da kinomanebi kargad dagvanayra. ise kanis festivali sxva rangis aris da peci etkoba. clevandel jiuris tavjdomareze agar vlaparakob, namdvili diasaxlisi iko, girseuli da EXTRAORDINARIRE.
Post a Comment