Tuesday, November 11, 2008

საყოველთაო სასულიერო დიქტატი


ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ნინია კაკაბაძე

ნოემბერი 2008 წელი გაზეთი "24 საათი"

არსებობს ძალადობა, აგრესია, დიქტატი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. ამ ტიპის ძალადობასა თუ დიქტატზე დღეს ყველგან და, მათ შორის, მედიაშიც საუბრობენ. არის თემა, რომელიც ყველასათვის ერთნაირად დახურულია - ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც მან ერთი არაკანონიერად წამოწყებული ეკლესიის მშენებლობა შეაჩერა აჭარის ტერიტორიაზე და ამით ქართული ეკლესიის რისხვა დაიმსახურა, ე.წ. მართლმადიდებლური გავლენის ქვეშ მოექცა. ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ეს და სხვა რამდენიმე ფაქტი ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ კომპრომატად გამოიყენეს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი წინასაარჩევნო კამპანია იყო, სადაც ყველა მონაწილე პარტია ჯვრით, ეკლესიით, პირჯვრის გადაწერით, სანთლით, ხატებით და სხვადასხვა მართლმადიდებლური, საეკლესიო ატრიბუტიკით სპეკულირებდა. მათ შორის მოხვდა ნაციონალური მოძრაობაც, რომლის წარმომადგენლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ - ჩვენ ჭეშმარიტად მართლმდიდებელი ქართველები ვართო. მართლმადიდებლობის დემონსტრირება ყველაზე მყარ, ხელშეუხებლობის და წარმატების გარანტიად იქცა. ამიტომაც...

31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩაზე ახალგაზრდებმა ჰელოუინის კოსტიუმირებული წვეულება გამართეს. დაახლოებით ღამის პირველ საათზე მათთან სასულიერო პირები და მრევლის წევრები საქადაგებლად მივიდნენ - ჰელოუინი სატანისტური რიტუალია, ახლავე განდევნეთ სატანა და დაიშალეთო! ახალგაზრდებმა ყურად არ იღეს მათი მოწოდება. მათ გართობის გაგრძელება მოინდომეს. ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ახალგაზრდები მღვდლების მორჩილებმა დაარბიეს. მღვდლების თანმხლებმა პირებმა ურჩ მუსიკოსებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურაც დაუნგრიეს - ამას წვეულებაზე დამსწრე ახაგაზრდები აცხადებენ. აქედან გამომდინარე რა შედეგი მიიღეს ღვთისმსახურმა პირებმა? ახალგზრდებს სადამსჯელო მრევლის წევრები მიუქსიეს, აპარატურა დაანგრევინეს და, რაც მთავარია, სატანისტური რიტუალი ჩაშალეს - ერეკლეს ქუჩიდან “სატანა განდევნეს”. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ძალადობრივ დაპირისპირებაში, რომელიც სასულიერო პირების მიერ იყო პროვოცირებული, ახალგაზრდები ფიზიკურად დაშავდნენ და ზოგიერთი მათგანი დღესაც ტრავმებს მკურნალობს.

ძალიან რთულია, ამ ერთ კონკრეტულ ფაქტს ერთი სახელი დავარქვათ - ეს არის ძალადობა, დიქტატი, შუღლის გაღვივება, ფუნდამენტალიზმი, სიბნელე და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ. ერთი ცხადია, ამ მოვლენას კავშირი არ უნდა ჰქონდეს ღვთის რწმენასთან, სიყვარულთან, ჰუმანიზმთან. ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ძალადობრივი აქტი, რომელიც 31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩაზე მოხდა, არც ერთმა მედია საშუალებამ არ გააშუქა. “ინტერნიუსის” სტუდიამ ახალგაზრდული გადაცემა “ჩვენი ექსპრესისთვის” სიუჟეტი მოამზადა, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ის ეთერში არ გაუშვა. მასალა, ასე ვთქვათ, დაიბლოკა. მაგრამ აქვე უნდა დავაზუსტოდ, რომ ამ ტიპის ცენზურა არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს ტიპური თვითცენზურაა, რომელიც უხილავი დიქტატორისგან მოდის და რომელსაც ეკლესია ჰქვია. თემა ტაბუირებულია და ვინ გაბედავს სასულიერო პირების მიერ პროვოცირებული ძალადობრივი ფაქტის კონსტატირებას?! თუმცა გააჩნია რა რაკურსით გააშუქებთ მომხდარს. ერთ-ერთი ყვითელი გაზეთი მთელ გვერდს უთმობს თემას და გვთავაზობს ტექსტს ამგვარი სახელწოდებით: “სიონთან სატანისტური რიტუალი ჩატარდა?” სათაურში დასმული კითხვის ნიშანი მხოლოდ იმისთვის არის, რომ ინტერვიუების მეშვეობით ამგვარი პასუხი გაეცეს – დიახ, ჩატარდა და ჩვენ ამას წინ აღვუდექით! იმისათვის, რომ ძალადობა უფრო ლეგიტიმური გახდეს დანარჩენი ღვთისმოსავებისათვის, დარბევის მონაწილე და თვითმხილველი ნაამბობის დრამატიზაციას ახდენს: “ქუჩა იყო მთლიანად გადატენილი. ქალები იყვნენ ფაქტობრივად შიშვლები, რომლებსაც თეთრი, გამჭვირვალე მოსასხამი ემოსათ, თორემ იყვნენ თავიდან ბოლომდე შიშვლები. ერთი ქალი მახსოვს, რომელიც სცენაზე ცეკვავდა და არაფერი არ ეცვა. მოცეკვავეები იყვნენ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და გვეუბნებოდნენ კიდეც, თქვენ ხომ ღვინოს სვამთ და ჩვენ ექსტაზით ვერთობითო”. თვითმხილველის ნაამბობი არ იკმარა ინტერვიუერმა და კომენტარი მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” თანათავმჯდომარესაც სთხოვა, რომელმაც ამბავი კიდევ უფრო მეტად გააფერადა: “აბსოლუტურად შიშველი ქალები სცენაზე ცეკვავდნენ, ხოლო პირდაპირ მიწაზე მიდიოდა სექსუალური აქტი და ეს ხდებოდა ხალხის თვალწინ”... ამგვარ მტკნარ სიცრუესა და ეროტიკული წარმოსახვის პროდუქტს ერთი მოტივი აქვს - კიდევ ახალი აგრესიისა და ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.

სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, დასასრულს ვთქვათ - ამგვარი ფუნდამენტალისტური, ბნელი რელიგიური ჯგუფები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. მაშინ, როდესაც 2006 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალზე კინოფილმი “და ვინჩის კოდი” გამოვიდა, საპრემიერო დღეს ზედ წითელ ხალიჩასთანაც მოვიდნენ ხის ჯვრებით შეიარაღებული, ანაფორის მსგავს კაბებში ჩაცმული მორწმუნეები და მდუმარედ გააპროტესტეს სატანისტურ ფილმად შერაცხული “და ვინჩის კოდი”. შესაძლებელია მათთაც აქვთ სურვილი, რომ ხის ჯვრები თავში ურტყან მაყურებელს, მაგრამ მათ ქმედებას კანონი არეგულირებს. და თუკი სადმე რომელიმე ფანატიკოსი ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ოპონენტს, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს და, რაც მთავარია, მედიის საშუალებით ამგვარი ფაქტი შუქდება, როგორც კრიმინალი - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიური კონფესიის თუ სარწმუნეობის მიმდევარია. საქართველოში კი რელიგიური ექსტრემისტები ხელშეუხებელნი არიან და მათი ქმედება ან ისეთი სახით შუქდება, როგორც ეს გაზეთმა “ალიამ” წარმოგვიდგინა, ან ისე იბლოკება, როგორც ეს ტელეკომპანია “იმედზე” მოხდა. ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ საქართველოში დღეს ყველაზე აქტიური - ჭეშმარტად მართლმადიდებლური, ეკლესიური დიქტატია, რომელსაც ყველა ერთად ექვემდებარება - პოლიცია, ხელისუფლება, მედია, საზოგადოება...

სწორედ ამიტომ კიდევ ერთი ინტრიგა გაათამაშა ტელეკომპანია “ივერიის” ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ანდრიაძემ. ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს ტელეარხი მაუწყებლობისათვის საზოგადოებრივი ტელევიზიის “მეორე არხს” ითხოვდა. ახლახან გამოცხადდა, რომ “მეორე არხი” პოლიტიკურ ტელევიზიად იქცა. ამის შემდეგ “ივერიის” ხელმძღვანელობამ უკმაყოფილების წერილი თითქმის ყველა გაზეთის მეშვეობით გაავრცელა, შემდეგ “ივერიის” მაუწყებლობა შეაჩერა და ახლა ამგვარად აშანტაჟებს სახელმწიფოს - საეკლესიო არხი უსასხსრობის გამო წყვეტს მაუწყებლობას, რადგან უჭირს კერძო არხისათვის განკუთვნილი გადასახადების დაფარვა... ახლა შეგროვდება ხელმოწერები სახელწოდებით: “დაგვიბრუნეთ საპატრიარქოს არხი” და “პოლიტიკური არხი” გარდაიქმნება “საეკლესიო არხად”. ყველაზე რთული ხომ ეს არის - წინ აღუდგე მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის ნება-სურვილს?!

P.S. აგრეთვე აუცილებლად იხილეთ

გაზეთი "ალიას" პუბლიკაცია: http://i35.tinypic.com/eu0chk.jpg

სტუდია "ინტერნიუსის", გადაცემა "ჩვენი ექსპრესის" სიუჟეტი, რომელიც არ გავიდა ეთერში:

http://www.youtube.com/user/internewsgeorgia

68 comments:

Anonymous said...

123

Anonymous said...

სააკიანის გლობალისტური მთავრობის მორიგი ”ისრების გადასაყვანი” ოპერაცია ”ჰალოვინი” წარმატებულად ჩატარდა ჩვენი ახალგაზარდობის ”ფუტურისტულ-ჰომოსექსუალისტურად” განწყობილი სამარცხვინო მცირე ნაწილისა და პსევდოინტელექტუალების აქტიური მონაწილეობით. ე.ი. თბილისის მერიამ დააფინანსა ჰალოვინი, ყოველ შემთხვევაში ეს თქვა ახალგაზრდამ რომელიც ალექსანდრე ბაგრატიონად ასაღებს თავს, ალბათ ესეც მიშას სომეხი ნათესავია, მიშაიამ ხომ განაცხადა მე ბაგრატიონები მყავსო სანათესაოშიო. თორემ ბაგრატიონების ოჯახიდან გამოსული, თუნდაც 20 წლის ახალგაზრდა და ასეთი ქაჯი წარმოუდგენელია.
რაც მთავარია, საქართველოს დიქტატორულმა ხელისუფლებამ მიაღწია თავის მიზანს და გადართო ყურადღება მათმიერვე აგორებულ სკანდალზე, რომელიც თვითონვე დააფინანსეს იმ ფულით რომელიც მათ არ ეკუთვნით, არამედ ქართველ ხალხს და პირველ რიგში იმ უამრავ გაჭირვებულს რომელიც თვითონვე გააუბედურეს.
ყველას მოგეკითხებათ! თქვენ გგონიათ ეს ჩვენი ლაპარაკით შემოიფარგლება. თქვენ რომ ღმერთის გწამდეთ ამდენს არ გაბედავდით. საშინელია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. საქართველო გაბწყინდება, რადგანაც უფალი წყალობს უსამართლოდ დაჩაგრულსა და გაუბედურებულს, მხოლოდ იმას ვისიც მისი სწამს. ჩვენ უფრო მეტნი ვართ თქვენზე ”ეშმაკებო” და ჩვენ ”ზეციური საქართველო” გვფარველობს. დღეს 13 ნოემბერს ხსენებაა წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227)რომელებმაც სიკვდილი და წამება არჩიეს ერთი დღის განმავლობაში ღვთისმშომბლის ხატის შეურაცხყოფას და თქვნ ჩვენისთანა ხალხს მოერევით გგონიათ. ეხ ”არწივი ვნახე დაჭრილი...” თორემ თქვე ყვავ-ყორნებო თქვენა კიდევ ვნახავთ თქვენს ბუდღასა გაფანტულს ველადა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ამინ!

Anonymous said...

aeeee!!! es naxet, cina komments uxdeba:

http://www.youtube.com/watch?v=e9ZZdKNQUiw

Anonymous said...

es anonimuri comment-i neta xumrobaa tu seriozulad aris dacerili? tu giorgi andriaze mogvevlina blogosphera-shi?

Anonymous said...

ჰმ, რა კომენტარი დადებულა ეს.
მე ერთი რამ ვერ გავიგე: რატომ გადაწყვიტა სხვა ჩემნაირმა მოკვდავმა და ცოდვილმა ღმერთისთვის ჩემთან საქმის ჩაწყობა და ცხონება არცხონებით შანტაჟის გაწევა?

კიდევ ვერ გავიგე გამარჯობის მაგივრად ჰომოსექსუალობაზე რატომ ლაპარაკობს ყველა გულმხურვალე მორწმუნე (ალბათ პიროვნული ღრმა ფესვების ამბავია)?

ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: თუკი ჰელოუინი აქამდე ამერიკელი საშუალო ფენის უაზროდ გაჯაზებული გოიმური ტრადიცია მეგონა (როგორც ”ვალენტინობა”) ამის მერე ეს დღე ჩემთვის ყოველი ბნელისა და ავყიას განდევნის და მათი თარეშის აღსაკვეთი სამოქალაქო პროტესტის დღედ იქცა.

ნინიას დიდი მადლობა გამბედაობისთვის

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
/დ said...

"ჰომოსექსუალისტურად განწყობილი" ბუაჰაჰაჰაჰაჰა

ვაი ჩვენს პატრონს...

Katiée.Ge said...

ჯონი, მართალი ხარ,

მართლაც ვაი ჩვენს პატრონს.
გაოგნებული ვარ რაც წავიკთხე იმით...

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------

+++

ყველას გთხოვთ ბლოგის ავტორს სუსტი სქესის გამო მაინც ეცით პატივი,იმის მიუხედავად ეთანხმებით თუ არა მის აშკარად მიკერძოებულ განცხადებებს.

+++

მაშ ასე,ახლა კი გადავალ სათქმელზე:

მოგახსენებთ რომ ყოველმხრივ მივესალმები საზოგადოების ყველა ფენას.შემდგომში მსგავსი სკანდალური შემთხვევების თავიდან აცილება აზრთა ურთიერთგაზიარებისა და მსჯელობის გარეშე წარმოუდგენელია.

აუცილებლად მიმაჩნია საეროთა და სასულიეროთა მიმართ ჯანსაღი კრიტიკის დაშვება.

ამასთანავე მსურს მივმართო მათ ვინც სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმზე არათუ ცალკეულ სასულიერო პირთა ლანძღვის უფლება მისცა თავს, არამედ თავად დედა ეკლესიის მიმართაც გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები.

სხვა თუ არაფერი,როგორც ჩანს საზოგადოების ამ ნაწილს ჯერ არ დაჭირვებია ოკუპირებული რეგიონებიდან ახლობელთა გახრწნილი გვამების გამოსასვენებლად ან ტყვეთა გასანთავისუფლებლად უმაღლესი სასულიერო იერარქიისა თუ რიგითი სამღვდელოების ჩარევა - ძალოვანი სტრუქტურების, ადგილობრივი და ”ფედერალური” სამსახურებისა თუ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების უსუსურობის ფონზე.

როგორც ჩანს პირველმა სკანდალურმა კომენტარმა ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ ალბათ აჯობებს ჯერ ორიოდე სიტყვით მის ანონიმ ავტორს შევეხმიანო.

პირველივე აბზაცში მან ახსენა ვინმე ალექსანდრე ბაგრატიონი, რამაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. არა მხოლოდ იმიტომ რომ საკმაოდ უარყოფით კონტექსტში(ქაჯი)იყო მოხსენიებული სამეფო გვარის წარმომადგენელი, არამედ იმიტომაც რომ პირადად ვიცნობ სამ პიროვნებას რომლებიც ამაყად ატარებენ იმავე დიდებულ სახელსა და გვარს.

შევწუხდი, ვიფიქრე რომელიმე მათგანს ხომ არ იხსენიებდნენ აუგად. თუმცა კომენტარის ავტორმა ბოლოში მიუთითა ბაგრატიონის სავარაუდო ასაკზე (20 წლის), რამაც გაფანტა ჩემი ეჭვები. მივხვდი რომ საბედნიეროდ ნაცნობ ალექსანდრეთაგან (ბაგრატიონთაგან) არც ერთი არ გახლდათ ანონიმის ლანძღვის სამიზნე. მაინც დავინტერესდი რითი დაიმსახურა მეოთხე სანდრომ ამგვარი პატივი, ასე სახალხოდ რომ ლანძღეს ამ ძვირფასი ქალბატონის ბლოგზე.

იუტუბზე ნანახი კლიპიდან ცხადი გახდა თუ ვინ არის ეს ყმაწვილი ბაგრატიონი (ამასთანავე ნინიას ბლოგზე გადგმული ფოტოს ავტორადაც ხომ სწორედ ვინმე ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვია მითითებული)და ისიც რომ ”პატარა უფლისწულს” თურმე მერიის მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი ღონისძიება ჩაუშალეს.

სკანდალური ანონიმური კომენტარის ავტორის აზრით კი ეს არა მხოლოდ მერიის მიერ მოწყობილი რიგითი კულტურული ღონისძიება, არამედ სააკაშვილის
”გლობალისტური” მთავრობის მორიგი ”ისრების გადასაყვანი” ოპერაცია გახლდათ ერთგვარი კოდური სახელწოდებით -”ჰალოვინი” (მისივე აზრით ეს ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა).

მოკლედ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს და თქვენის ნებართვით შევეცდები მეც გავიჯეჯილო. სავსებით შესაძლებელია რომ ეს მართლაც გარეშე ძალების მიერ დაგეგმილი მორიგი ოინი გახლდათ , რომელსაც ადვილად წამოეგო მათივე გავლენის ქვეშ მყოფ ”მორწმუნეთა” მიერ მართული ზონდერ-ბრიგადა, თანაც სამღვდელოების რეაქციული ნაწილის ლოცვა-კურთხევით. ამას კი სავსებით სამართლიანად მოჰყვა ”უმანკო კრავთა” აღშოთება, ხელჩართული ბრძოლა, მოგვიანებით კი გაოგნებულ ნინიათა გაავებული მჭერმეტყველება.

ვფიქრობ გრძელვადიან პერსპექტივაში ოპერაცია ”ჰელოუინის” წარმატება მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ რომ რაიმე ამდაგვარი ან უარესი კვლავაც განხორციელდეს ეკლესიის სულ უფრო მზარდი ავტორიტეტისა და საერო ხელისუფლების გახრწნის ხარისხის კვალდაკვალ.

თუმცა როგორც უკვე მიგანიშნეთ გარეშე ძალების მიერ მართულ ზემდგომ ორგანოებში მოკალათებულ უჩინმაჩინებს ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს საზოგადოებრივ პრობლემებში ვითომ მეტად გათვიცნობიერებული და მსოფლიო
”მოდას”აყოლილი ”პროგრესული” ძალა.
ამასთანავე საკმაოდ კომიკურ როლს ასრულებს ეკლესიას მიტმასნილი მეხუთე კოლონა.

აქვე მინდა მოგახსენოთ რომ საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ თავად სასულიერო წოდების მატარებელთა, თუ მათთან დაახლოებულ პირთა ჯანსაღი უმრავლესობა და კატეგორიულად მოაზროვნეთა სკანდალური უმცირესობა. სწორედ ამ უმცირესობის ანგარიშზეა თავად საპატრიარქოსთან ულტიმატუმებით საუბარი და თქვენ წარმოიდგინეთ არაერთი კომიკური შინაარსის საქციელი, რომელთა ჩამოთვლისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

ძვირფასო ნინია, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს დავძსენ: თქვენს მიერ აუგად მოხსენიებული ბატონი ანდრიაძე ფრთებშესხმული ანგელოზია მათთან შედარებით ვინც ზემოთ ვახსენე.

გარდა ამისა ძალიან მაინტერესებს: ხომ არ გგონიათ, რომ ეკლესიისთვის მეორე არხის გადაცემა, მომავალში საფუძველი შეიძლება გახდეს იმისა რაზეც უმბერტო ეკოს მიერ გამოთქმული თქვენთვის ძალიან საყვარელი ფრაზა წინასწარმეტყველებს? თქვენ ალბათ ხვდებით რას ვგულისხმობ. ველი თქვენს პასუხს.

ამასთანავე მსურს დავამშვიდო მეოთხე კომენტის ავტორი ლიკა - მე არა ვარ ანდრიაძე, და არც ზემოთ ნახსენები ანონიმი ავტორის სტილი გავს ანდრიაძისას ან თუნდაც ჩემსას. ვფიქრობ იმ ალქაჯურ ღრეობაზე გამოჩენილ დაუპატიჟებელ სტუმართაგან ამ ბლოგზე ჯერ არავის შემოუღწევია. ეჭვი მაქვს იმ სკანდალური კომენტარის ავტორიც რომელიმე თქვენი მეგობარია. ასე რომ შეგიძლიათ დამშვიდდეთ )))განსაკუთრებით ”საშიშ” ელემენტებს აქ ჯერ არ შემოუღწევიათ. პირადად მე კი ვერავინ შემაშინებს ვერც ისინი და ვერც სხვანი)))))))

ეხლა კი კვლავ თემას დავუბრუნდები.

მოდით დროებით დავივიწყოთ 31 ოქტომბერს მომხდარი წვრილმანები თუ მსხვილმანები და ნუ დავიწყებთ იმის გარკვევას ვინ ატეხა ცემა-ტყეპა, ვინ დაამტვრია აპარატურა, იყო თუ არა ვინმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, რამდენად აღვირახსნილად იქცეოდა ესა თუ ის მონაწილე, გარკვეული აქსესუარებით (რქებით) თავის შემკობისა და ყელზე წითელი საღებავებით ჭრილობის მიხატვის სანაცვლოდ ჰელოუინის კოსტიუმირებული წვეულების ზოგიერთ მონაწილეს მართლა უხდიდა თუ არა ვინმე 200 ლარს, ვინ იყო სპონსორი და ა.შ.

ჩემის აზრით უპირველეს ყოვლისა სასურველია შევეხოთ უმთავრეს საკითხს:

ვის ჰქონდა ოქტომბერში ამგვარი გასართობი ღონისძიების ორგანიზების მორალური უფლება, თანაც ფეიერვერკებისა და ალქაჯური წარმოდგენის თანხლებით?
ყოველივე ეს ხომ აგვისტო-სექტემბერში საქართველოში დატრიალებული მოვლენებისას მიღებული ჭრილობების,ახლადგაჭრილი ასეულობით საფლავისა და ძაძებით შემოსილი ქვეყნის ფონზე მიმდინარეობდა, თანაც სიონის საკათედრო ტაძრისა და საპატრიარქო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ხმაზე აწეული მძიმე როკის თანხლებით (თავად არ დავსწრებივარ, ალიაში წავიკითხე).

ამ კონტექსტში ალბათ ზოგიერთ თქვენგანს გაახსენდა ომის მიმდინარეობისას მოწყობილი არაერთი კონცერტი (მათ შორის ჩვენი ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად უცხოელი მეგობრების მონაწილეობით). ან თუნდაც საერთო სახალხო აქცია - ცოცხალი ჯაჭვი,რომლის დროსაც ასევე ამოტივტივდა საკარნავალო კულტურის ელემენტები და საერთო სახალხო ლოცვითი აქცია შოუდ გადაიქცა.

მსგავსების მიუხედავად ვფიქრობ ცალსახად უნდა გაიმიჯნოს ის რაც ხდებოდა ომის დროს და ის რაც მოხდა ორი თვის თავზე.ვინაიდან
ალბათ მაინც არის საკმაოდ დიდი განსხვავება ეროვნული სულისკვეთებისა და საერთო სახალხო ერთობის გაძლიერების მიზნით გამართულ პატრიოტულ ღონისძიებებსა და ჩემის აზრით ამ მეტად თამამ, თავსმოხვეულ და უდროო დროს შემოგდებულ სანახაობას შორის.

აღარაფერს ვამბობ ჰელოუინის წარმართულ წარმომავლობაზე, გასაიდუმლოებულ სპონსორებსა თუ პროვოკაციულად შერჩეულ ადგილსა (სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ვგულისხმობ)და დროზე. იქნებ ამ მეტად ტრაგიკული წლის ბოლომდე მაინც შეგვეკავებინა თავი გამომწვევი წესით ”ჰელოუინის” დანერგვისა და ფეიერვერკებით აღნიშვნისაგან!

მერწმუნეთ, რომ არა აღნიშნული გარემოებანი (დრო, ადგილი, გამოხატვის ფორმა)შესაძლოა ჩემი სრული მხარდაჭერით ესარგებლა ახალგაზრდების აღშფოთებულ-განაწყენებულ ნაწლსაც და თავად ნინია კაკაბაძესაც (თუმცა ნინიასთან გაცილებით მეტი შეკითხვა დამიგროვდა, რასაც სხვა დროს შევეხები).

არ მსურს ახალგაზრდების რამეში დადანაშაულება. ამასთანავე მესმის რომ ცოცხალი-ჯაჭვის ცოცხალ-შოუდ უნებლიე გადაქცევა შესაძლოა კიდეც შეფასდეს როგორც დეპრესიული აქტი და მოვლენა, რომლის წყალობითაც სასოწარკვეთილების პირას მყოფი ერის შვილებმა საკუთარ თავს და მოყვასსაც შთააგონეს რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან არაფრის გვეშინია.
ეს იყო ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური მოვლენა და ზედაპირულად მხოლოდ იმიტომ შევეხე რომ წარმომეჩინა მისი დადებითი მხარე და გაგვემიჯნა მანკიერი ოპერაციისგან - კოდური სახელწოდებით ”ჰელოუინი”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დიდი განსხვავებაა ეროვნული სულისკვეთებისა და საერთო სახალხო ერთობის გაძლიერების მიზნით მთავრობისა თუ კერძო ინიციატივით გამართულ პატრიოტულ ღონისძიებებსა და იმ თავსმოხვეულ სანახაობას შორის, რასაც ”ჰელოვინ ფართის” თბილის-ქალაქური ვარიანტი ჰქვია.

ბოლოს და ბოლოს რა ჰელოუინი და ეგზოტიკური გართობა აგვიტყდა ხალხო? წელს მოვინდომეთ ასეთი პომპეზურობით ყველა ”დასავლური” ოცნების ახდენა?!

მესმის ახალგაზრდებს ასაკი აქვთ ამგვარი,მაგრამ რომელიმე თუ დაფიქრებულა რაღა მაინც და მაინც წელს მოახდინა ამ ახალი გართობა-სანახაობის ორგანიზება დედაქალაქის მერიამ?

სულ ვარდების რევოლუციის მაგვარი გრანდიოზული თუ ნაკლებად გრანდიოზული შოუ-წარმოდგენებით როგორ უნდა გვკებავდეს მთავრობა,პოზიცია თუ ოპოზიცია?!

ნუთუ გვსურს რომ ეს ვითომ დემოკრატიული ქვეყანა მთლად დემონო-კრატიულად გადაიქცეს - დიახ დემონო კრატიულად!

საქართველოში კაცი ნამდვილად არ მოიწყენს. მას შემდეგ რაც საბჭოთა იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოვინდომეთ ჩვენთან სულ რაღაც განსაკუთრებული ხდება.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში რა არ გადაგვხდა თავს? ჯერ ავტონომიურ წარმონაქმნებში შენელებული მოქმედების ნაღმებმა დაიწყეს დუღილი, პირველი მსხვერპლი სოხუმში უნივერსიტეტის ფილიალის გახსნისას. შემდეგ 1989 წლის 9 აპრილი. დამოუკიდებლობის გამოცხადება. ვითომ მოსკოვის გეკაჩეპესთვის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტ გამსახურდიას გადატრიალება
(”დასავლეთის” წაყრუების,
”პროგრესულად” მოაზროვნე მოღალატე ინტელიგენციისა და საბჭოთა ნომენკლატურის აქტიური მონაწილეობის შედეგად). ცეცხლის ალში გახვეული თბილისი.ლავროვის წინამორბედი პენსიონერი თეთრი მელის ქვეყნის სათავეში დაბრუნება. რუსეთის მიერ ავტონომიების დაპყრობა. ჩრდილო კავკასიელთა და ადგილობრივ კრიმინალთა თარეში. ჩვენი გმირების თავგანწირვის მიუხედავად ღალატისა და ურთიერთ-გაუტანლობის შედეგად წაგებული ომი. გაერთიანებული რუსულ-უკრაინული ფლოტის მიერ სამეგრელოსა და იმერეთის ქალაქების დაბომბვა, რუსული სატანკო შენაერთებისა და ავიაციის დახმარებით პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერთაგან დასავლეთ საქართველოს გაწმენდა და ამხანაგ ედუარდ-გიორგი ამბროსის ძისთვის გადალოცვა. სანაცვლოდ დესეთეში ნაძალადევი გაწევრიანება,ოკუპანტისთვის
”მშვიდობისმყოფელის” სტატუსის მინიჭება (აქედან მომდინარე ყველა სავალალო შედეგით). რუსეთთან სამწუხაროდ არაფრის მომცემი ”სტრატეგიული პარტნიორობა” მცოცავი ანექსიის თანხლებით. ბაქო-თბილისი-ჟეიჰანის იდეის წამოტივტივება და განაწყენებული ვაი მოკავშირის მიერ მოწყობილი შანტაჟი, თუ გაუთავებელი დივერსიები (მათ შორის რამდენიმე ტერაქტი თავად ბაბუს მოსაცილებლად),ასეულობით ათასი უსახლკაროდ დარჩენილი და ათასობით დაღუპული თანამემამულე. დიადი ”რევოლუციები” (თბილისისა თუ ბათუმის). ხმარებიდან ამოღებული ტერმინი ”სამხრეთ ოსეთის” სააკაშვილის მიერ მიმოქცევაში ხელახლა შემოგდება(10 წლიანი ინტერვალის შემდეგ), უცხოეთსა თუ დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა ეროვნული ნიშნით დევნა, 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების მიერ თვალის დახუჭვა კონფლიქტებზე. 2007 წლის 7 ნოემბერი. სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციაზე ჩვენი საფუძვლიანი მოთხოვნისადმი წაყრუება- სეპარატისტთა მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე. ოლიმპიური ომი, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ.

თუმცა ყოველივეს მიუხედავად გართობას ყოველთვის ვახერხებდით. ხან ედუარდის მოქალაქეთა კავშირის,ხანაც ასლანის ”ამღორძინებელთა”,მოგვიანებით ედუარდ-ასლანის ”გაერთიანებული კოალიციის” მხარდამჭერთა თუ ახალშობილ ”ნაციონალისტთა” დაკრულზე ცეკვით.... მოკლედ გაიხარევ მუშავ წამებულო!!!

მხოლოდ ერთიღა გვაკლდა ამერიკული ”ჰელოუინი” და აგერ უკვე ამასაც გავუგეთ გემო. თანაც ისე რომ არათუ მაჯლაჯუნების განდევნაში, არამედ მოპატიჟებაში ყველას გავუსწარით. სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები არ გამართლდა - ქაჯები კი არ მიდიან, ქაჯები საქართველოში მოდიან.

ვფიქრობ ამ გარემოებების გათვალისწინებით დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, დანაშაულის სიმძიმისდა მიხედვით:

იდეის ავტორებმაც!
ნებართვის გამცემებმაც!
დამფინანსებლებმაც!
და დამარბევლებმაც!

ყველა დასასჯელია, ყველა დასასჯელიაა, დასასჯელიააააა! ან სულაც დასაჭერიააა)))

თანამონაწილე ყმაწვილ-თინეიჯერებს კი პასუხი მართალია ნაკლებად მოეთხოვებათ, მაგრამ ალბათ აჯობებს გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით უფროსებისთვისაც ერთგვარი ამნისტია გამოვაცხადოთ.

შემდეგ კი კარს მომდგარი შობის მარხვისას ყველამ ერთად , დიდმა და პატარამ, შეძლებისდაგვარად ვიმარხოთ, შევმუსროთ გული და გონება,გავაანალიზოთ წელს ჩვენს თავს დამტყდარი არაერთი უბედურების სულიერი მიზეზი, ერთად ვეძებოთ გამოსავლის გზები და ღვთის ნებითა და მადლით ჯერ კიდევ ჩვენთან მყოფი ქართველი ერის ჯვარისმტვირთველი დიდი მეუფის სულიერ საფარველ ქვეშ აღსარებისა და ზიარების გზით განწმენდილნი წარვდგეთ იმ კარიბჭის წინაშე რომელშიც მხოლოდ მართალნი შევლენ.

გიორგი

Servus Servorum Dei

The City of the Seven Hills

KLAKLA said...

iberikolkhi - amxela postis tseras erti blogi gagexsnat calke :))) ra aris es?! da tsashlilebi rom aris im commentebshi ra etsera? dedis gineba? haha. chemtanac shemoiaret.

Anonymous said...

ზვიად გამსახურდია

+

წმიდა გიორგი

წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.

წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

Anonymous said...

gamarjoba iberikolkhi, saubedurod martali xart, chvens qvekanas qajebi daepatronnen,
usaxuri adanianebis erti jgupi, meore sashinel nihilizmshia chavardnili, mesame dagupul da darbeuls dastiris, meotxe humanizms da demokratias qadagebs, me ki mashinia kvelani ertad ar davshordet cheshmaritebas da im girebulebebs, ramac aqamde moikvana chveni qvekana.

nebadartuli da dakanonebuli zaladoba koveli mxridan sashinelebas gviqadis.... martali gitxrat, mzaravs meriisa tu sxva samtavrobo dawesebulebebis mier nabrzanebi dgesaswaulebi..

axalgazrdoba didi energiaaa da tviton gairtos tavi, ar sheizleba?

pirvelad rom shevitkve es incidenti, momechvena, rom momwkobic da damrbevic ertsaxovanni ikvnen, gmerma ushvelos chems qvekanas....

Anonymous said...

რატი

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები

Anonymous said...

ღმერთო ჩემო ეს რა უბედურება გვჭირს? ჯერ კიდევ ჩვენი შვილების სისხლი არ შეშრობია მიწას და რა დროს Halloween-ის დგესასწაულის გამართვა იყო?ან რა დარბევები აუტყდათ?ეტყობა ამდენმა უბედურებებმა ფსიქიურად შეარყია ერიც და ბერიც!

Anonymous said...

edzgvneba diskusii dones:)))

http://www.youtube.com/watch?v=ekZMVEOyClk&feature=related

Anonymous said...

riti ar mogewonat diskusiis done - tqvennairi "svetski" qajebis naklebobis gamo xom ara?

am klipis aq gamdgmels tavshi albat ucxo sxeuli aqvs! torem rame ufro chkvianurs moifiqrebda...

Anonymous said...

ეს კი გეძღვნებათ თქვენ ყველა, მიკრო და ”გრანდე”, მოქალაქეთა კავშირის ყოფილ და აქტიურ იატაქვეშა წევრებს:
http://www.youtube.com/watch?v=WkOsaPzNLcY
აბა თქვენ იცით "პარტნიორებო” როგორ დაწამლავთ ერთამანეთს!

Anonymous said...

დიახ, ჩვენ ქართველ სატანისტთა კავშირი ყველას გაგასატანისტებთ და გაგაჰომოსექსუალებთ. ქრისტიანობას ავკრძალავთ და მორწმუნეებს საქართველოდან გავაძევებთ. ხოლო ვინც არ გასატანისტდება, ყველას დავასაჭურისებთ! :)))

KLAKLA said...

ohohohoho haha :))) sulelebi xart tkven. visac ra unda is aketon kaco. ra aris es sxvis sakmeshi cxviris chayopa. visac unda hallowinze imxiarulos da visac unda pirjvari itseros. :)))

Anonymous said...

es anonimuri comment-i neta xumrobaa tu seriozulad aris dacerili?

nutu tvit satana mogvevlina blogosphera-shi?

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------



ხალხოოო!!!
ნუთუ რაიმე სხვას ელოდით?!

მიხეილ ედუარდის ძემ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულება რუსეთისა და იმ ძალების მიმართ რომლებმაც ვლადიმერ ლენ-პუტ-ინი და ცრუ დიმიტრი III დასვეს კრემლში!

ერთი მიიხედ-მოიხედეთ რა ჟრიამული აქვთ ატეხილი მათ ვინც მრისხანების ზარებს უნდა რეკდეს. რა ეტყობა საქართველოს წაგებული ომისა,დაღუპული ვაჟკაცებისა, დაკარგული ტერიტორიებისა და ძაძით შებურვილობისა???!!!

ეს ყველაფერი შედეგია ეროვნული მთავრობის დამხობისა,ედუარდ ცბიერისა და მისი მემკვიდრე მიხეილის მზაკვრული ზეობისა და ყოველივე ეროვნულის (მათ შორის განათლების სისტემის) ნგრევისა და ღრვევისა!



ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა, და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი...

დაასხეს მძორები მონათა შენთაჲ საჭმელად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი – მხეცთა ქუეყანისათა. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი ... და არავინ იყო მფლველ მათდა.

ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.

უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის...და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თვალთა ჩუენთა შურის-გება სისხლისა მის მონათა შენთაჲსა, რომელ დაითხია.

შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმა შებორკილებულთაჲ, სიმდიდრითა მკლავისა შენისაჲთა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.

† გიორგი

Servus Servorum Dei

The City of the Seven Hills

Anonymous said...

სულმოუთქმელად ველოდები ყოფილი პროფკავშირების სასახლის დარბევას: არავის აქვს მორალური უფლება, გამართოს "იუმორინის" უხამსი დღესასწაული ახლადგაჭრილი საფლავებისა და საკათედრო ტაძრების ქვეყანაში!!!

Anonymous said...

პროფკავშირების სასახლისა და იუმორინას დარბევა კი არა, რატომ მთავარ ქაჯეთის ციხეს არ აიღებენ ხელში?!

თუმცა მაგის ბედი ვინ მოგვცა ჩვენ,რომ ერთი ქაჯი მეორე ქაჯით არ ჩავანაცვლოთ და დამამხობელი დამხობილზე უარესი არ აღმოჩნდეს?!

Anonymous said...

გიორგი ანდრიაძე

პირველად ვსარგებლობ შემთხვევით საჯაროდ გამოვხატო ჩემი დიდი სიმპატია ნინიას მიმართ.ჩემთვის იგი ქართველი ქალის სილამაზის განსახიერებაა.ნინია არის უაღრესად ნიჭიერი და განათლებული გოგონა.ამავე დროს საოცრად გულწრფელიც, თუნდაც თავის მცდარ შეხედულებებში.აქედან გამომდინარე მის მიმართ მხოლოდ კეთილგანწყობა მამოძრავებს.

მას რომ გამოეჩინა მეტი გულისხმიერება და თუნდაც ორიოდე სიტყვით გამსაუბრებოდა - დარწმუნდებოდა, რომ სწორედ ქართული ტელემაუწყებლობა ”ივერია” არის ხელისუფლების მიერ მასმედიაზე ზეწოლის მსხვერპლი.

”ივერია” არასდროს ყოფილა საპატრიარქოს ტელევიზია.იგი მხოლოდ მისი პატრონაჟით მაუწყებლობდა,მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა. რისი დასტურიც არის ჩემი ამასწინანდელი განცხადება.ვფიქრობ მალე იგივე სიხშირეზე გავა საპატრიარქოს ტელევიზია და მაშინ მაინც დარწმუნდებით ამაში.

”ივერია” არის თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლობა. რისი დასტურიც არის ჩვენი ეთერით გასული არაერთი აქტუალური გადაცემა ზოგადად ადამიანის უფლებებზე, ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, პატიმართა უფლებებსა თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ამ ეტაპზე ჩვენი ტელევიზიისთვის მხოლოდ ინტერნეტ სივრცეა ღია,თუმცა ამ ხელისუფლებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ჰელოუინის მაგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი და ამაზე აღარ მოგაცდენთ.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და დიდი სურვილი იმისა,რომ ნინიას ცნობიერება მისი ულამაზესი და სასახელო წინაპრების მსოფლმხედველობასთან მოსულიყოს შესაბამისობაში.

გიორგი ანდრიაძე

KLAKLA said...

ratom unda vicodet zepirad sad ra ganacxada odesghac giorgi andriadzem? :)))

Anonymous said...

გაუმარჯოს მართლმადიდებლურ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს!
http://www.youtube.com/watch?v=Zd5JM0_M8P4

Anonymous said...

რას ერჩით ანდრიაძეს?! მან ჰაგიოლოგიაში ახალი სიტყვა თქვა. ადრე არსებობდნენ ღვთის მიერ სულელნი და მათ სალოსები ეწოდებოდა. ახლა უკვე ღვთის მიერ ახვარნიც არსებობენ და მათ შორის პირველია. საინტერესოა, ულიცენზიო უცხოური ფილმების ჩვენებაც საპატრიარქოს პატრონაჟით ხდებოდა? და "ჩეტირე ტანკისტა ის საბაკაში" რა ნახეს სულის მარგებელი.
გასაოცარია, როგორ შეხმატკბილდა საბჭოთა ნოსტალგია და რუსული "პრავოსლავიე"!

Anonymous said...

იმაზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, რომ ტელეკომპანია "იბერიამ" თავის დროზე სრულიად უფასოდ დააცარიელა საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი. ალბათ ანათემით შეაშინეს პასუხისმგებელი პირი :)
ეს მეთოდი უცხო არაა. როცა სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მერე ეპარქიებს ახალი იაპონური ჯიპები აჩუქა, ქუთაისის მიტროპოლიტმა კალისტრატე მარგალიტაშვილმა (ერისკაცობაში კრაზის შოფერი და ქურდობისათვის ნასამართლევი შოთა) ანათემით დააშინა ვიღაც ჩინოვნიკები, რომ მანქანა პირადად მის სახელზე გაეფორმებინათ და არა ეპარქიის ბალანსზე დაედოთ.

Anonymous said...

თავის დროზე გიორგი ანდრიაძე და მამამისი ტარიელა ხელმძღვანელობდნენ საბავშვო საზაფხულო ბანაკს "ძლევაი".
სულ მთლად გაძარცვეს. ძეხვებსაც კი იპარავდნენ. ღორები დაკლეს და შეჭამეს - მაგრამ ისე გააფორმეს, თითქოს დენმა დაარტყა. ნეტა ეს ბანაკი აუშვიცივით ძაბვის ქვეშ მყოფი ეკლიანი მავთულით იყო გარშემორტყმული? ასეა თუ ისე, ბავშვებმა ბანაკს დაარქვეს "ნძრევაი".

Anonymous said...

ანდრიაძე: ნინია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს თავისი სახელოვანი წინაპრების მსოფლმხედველობასთან.
ე. ი. სასწრაფოდ უნდა დაიცვას სადოქტორო ფილოსოფიაში და დაწეროს "დათა თუთაშხია ორი".
ნეტა ირაკლი კაკაბაძე უფროსია თუ უმცროსი თავის დაზე? თუ უმცროსია, გადარჩენილა ნინია ქართული პასპორტის დახევას :)

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------

"ნძრევაი"-ს ყოვლად ”გათვითცნობიერებულო” ანონიმო ავტორო, მიკვირს როგორ არ იცით ნინია ირაკლიზე უმცროსი რომ არის ))) თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?

ჯერ ერთი, ვინ მოგახსენათ რომ უფროსმა კაკაბაძემ დახია ქართული პასპორტი?!

მეორეცდა, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოში ავტომატურად ერის ღალატთან ასოცირდება, მაშ როგორ არის, რომ დღეს მინიმუმ ორი მინისტრი ისრაელის მოქალაქეა (საფრანგეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილის გამინისტრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ)???!!!

ირაკლის შემთხვევაში სამშობლოს ღალატთანაც რომ გვქონოდა საქმე - ნინიას ვერაფრით ვერ გაუწევდით შანტაჯს ძმის გადაწყვეტილებზე აპელირებით -ბოლოსდაბოლოს 37 იანი წლები ხომ არ არის, მთელი ოჯახები რომ გახდნენ თქვენნაირების საკბილო?!

გასაოცარია როგორ შეხმატკბილდა ამ ანონიმი ”ვსეზნაიკასეული” საბჭოთა ტერორის ნოსტალგიიის მაგვარი ჩეკისტური ქვეცნობიერი და დღემდე ჩემთვის უცნობი ეგზოტიკური ”ინოსლავიე” ქუთათელ-გაენათელი მღვდელთმთავრის ლანძღვასაც რომ აბედინებს ამ თავხედს!

გარდა ყოველივე ზემოთხსენებულისა, ძმა კაკაბაძე ვერაფრით ვერ ჩაითვლებოდა დის წინაპრად - ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ისინი ყოველთვის ერთი თაობის წარმომადგენლებად დარჩებიან!

ასე რომ, იქედნური კომენტარების მიუხედავად - ირაკლის და ნინიას (ორივეს ერთად, ან თითოეულს ცალ-ცალკე),შეუძლიათ სავსებით თამამად დაიცვან ყოველივე ღირსეული რაც კი მათ წინაპართ გაუკეთებიათ.

მე კი ისღა დამრჩნია რომ კაკაბაძეებს წარმატებები ვუსურვო მათი ყოველი კეთილი განზრახვის აღსრულებაში.

ninia said...

დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველა პოსტს ვკითხულობ გულისყურით. მაპატიეთ, მაგრამ ყველა კითხვას, რომელიც ჩემი მისამართით დაისვა ვერ ვუპასუხებ და ვეცდები მომდევნო პუბლიკაციებში გავითვალისწინო და დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი.

ჩემს მიერ იქნა წაშლილი ორი კომენტარი, რომელიც შეიცავდა უცენზურო სიტყვებს. ძალიან გთხოვთ მოვერიდოთ მსგავს გამონათქვამებს. სხვა ყველა მოსაზრება, ნებისმიერი განსხვავებული აზრი - მისაღები და საინტერესოა.

ერთი მაკვირვებს, როდესაც ასეთ თავდაჯერებულ მოსაზრებებს გამოთქვამთ, რატომ იცავს უმეტესობა ანონიმურობას და არ სურს საკუთარი სახელის იდენტიფიცირება?! თუმცა ეს ნებისმიერი მათგანის უფლებაა.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას

პატივისცემით

ნინია

David Makaridze said...

ერთადერთი ის მიხარია, რომ მსგავს ვანდალიზმს ერთი-ორი კაცი მაინც არქმევს სახელს. ნინიას მადლობა გამბედაობისათვის. თუმცა ჭირისაგან განკურნება ჩემი აზრით მარტო მოვლენების შეფასებით და პასიური დაკვირვებით არ მოხდება.

Unknown said...

Gaognebuli var imit, rac xdeba...
1. cveulebis darbeva:
pirvel rigshi echvi mavqs, rom zalian bevrs saqartveloshi saqme gamolevia, chkuaze rom agaraferi vtqvat. vigac cveulebas atarebs? mere ra vici saqmea, iq sexit dakavdeba tu shishveli irbens? (zalian echvi mepareba, rom aseti ram momxdariyo, magram mainc...)
zalian samcuxaroa, rom damnasheveebi da ubralod arajansagi fsiqiki adamianebi eklesiis kaltas efarebian da aravin imaglebs xmas mattvis adgilis misachenad. tumca maxsovs, ramdeni celi dagvchirda, rom mama basilis bandituri tareshi mogveshorebina tavidan...

2. komentarebi ninias blogze:
es kidev calke temaa... "argumentebi" - "homoseqsualistebze", "somxebze", "bagrationebze", "susti sqesis carmomadgenlebze"... riti vamayobt da risi gvrcxvenia... da chven vumtkicebdis mtels msoflios ramdenime tvis cin "dasavluri orientaciistvis visjebito"?????...

3. masmediis roli:
ramdenime clis cin, sakmarisi iyo mediis tavisulfebas vinme shexeboda da saqartveloshi revolucia iwyeboda (da carmatebit sruldeboda). sainteresoa, sad arian is xalxi, romlebic tele-ekranebidan (ukacravad gamotqmistvis da...) dorblebs yridnen, rom demokratia da sityvs tavisufleba daecvat????

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------



საკუთარი სახელის იდენტიფიცირება, სხვაგვარად რომ ვთქვათ - პოპულარობისკენ სწრაფვა - ორლესული მახვილი მგონია.

ხალხს როგორც წესი,ადამიანის ნაკლი უფრო ამახსოვრდება, ვიდრე ღირსებები. მით უფრო - პიედესტალზე აღსაყდრებულისა ანუ პოპულარული კაცისა!

გარდა ამისა ცნობილ პირებზე ათასგვარ ჭორს იგონებენ რაც ხშირ შემთხვევში აშკარა ტყუილია ან სიმართლესთან თითქმის არაფერი აქვს საერთო.ნახევრად მართალი კი ტყუილზე უარესია.

რაც მთავარია,ცალკეულ შემთხვევებში პოპულარობის ან სკანდალური იმიჯის მქონე პირთა ოჯახის წევრების,მათ შორის არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაც კი ირღვევა.ეს კი თავისთავად უარყოფითად აისახება ოჯახის სიმყარესა და მოზარდების ფსიქიკაზე.

ღმერთო,გთხოვ,მომეცი ძალა,რომ ვიყო ღირსეული კაცი,მაგრამ არ გავხდე საზოგადოების“ცნობილი”წარმომადგენელი.

† გიორგი

Servus Servorum Dei

The City of the Seven Hills

Anonymous said...

ვახ, რაღაც ვერ ვპოსტავ

ყოჩაღ ნინია! სრულიად გეთანხმები.

ჩემს ბლოგზეც ნახეთ, იმავე თემაზე მიწერია ('ჯინსები')

Anonymous said...

no comment....ninia magra vera xar kargat...anu kvela tqventagans halucinaciebi daecko? porca puttana!

Anonymous said...

http://www.lib.ge/each_author.php?794
ელექტრონული ბიბლიოთეკა

» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო

naxet aba!






ზურაბ ოდილავაძე


მოთხრობა
ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

Anonymous said...

შემზარავია ესეთი ფაქტები რომ ხდება და კიდევ უფრო საშინელებაა ასეთი თემები ტაბუირებული რომ არის! ეს ფაქტი არც პირველი და არც უკანასკნელი, მართმადიდებლური ეკლესიის სახელით ჩადენილი დანაშაულებათა რიცხი იმაზე მეტია ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო კაცმა. ის კი ვინც ამ საკითხზე გაბედავს და ხმას აიმაღლებს, თუ საერო ადამიანია მას საზოგადოების "რჩეულები" უსწორდებიან, განსაკუთრებით სასულიეროს "სულიერი" სტუდენტები იჩენენ ხოლმე თავს ან კიდევ უბიწოდ ჩასახული შვილების მშობლები ე.წ.მართმადიდებელ მშობელთა კავშირიდან,და თუ სასულიერო პირია ან მასთან მაქსიმალურად მიახლოვებული, მაშინ განკვეთა არ ასცდება!
თურმე გადავრჩი რომ თავში ჯვარი არ მომხვდა, ალბათ მერე მარადონას დაესესხებოდენ ფრაზას და მეტყოდნენ ღმერთის ხელი იყოო, ისინი ხომ თვლიან რომ ამ ქვეყანაზე ღმერთმა იმისთვის მოავლიანა რომ მის მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები! მათი დახმარების გარეშე ღმერთს რა ეშველებოდა!.. კიდევ ერთი კარგი რამ გამახსენდა... გადაცემა კედელში მუდმივად დაწეპებული ზოგიერთი სულიერი ახალგაზრდა თავის უზრდელობასაც ხომ იმით ამართლებდა რომ თურმე ნუ იტყვით და "ღმერთსაც შენობით ელაპარკებიან"
თუმცა ამ ფაქტზებზე უფრო შემაშფოთებელი ჩემთვის აქ დადებული კომენტარი აღმოჩნდა.. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ ამ კომენტარის ავტორს ან სომხობის კომპლექსი აქვს(თუმცა არ მესმის რა არის ასეთი დასაძრახი ამაში) ან კიდევ მისთვის წარმოუდგენელია წარმატებული ქართველის არსებობა,ყველა ქართველი ვინც რამეს აღწევს ხომ სომეხია, აქ ახალი არაფერია, ეს ძველი სტერეოტიპია; ამ კომენტარის ავტორი თუ ქართველია ნამდვილად სომხად ყოფნას ვამჯობინებდი არჩევანის საშვალება რომ მქონდეს, მაგრამ ცოტა ის მამხნევებს რომ სხვა უფრო წარმატებული ქართველებიც არსებობდნენ, რომლებთან იდენთიფიკაციაც მირჩევნია...

Anonymous said...

სასაცილოა და სატირალი ის ფაქტი, რომ ხალხი ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას იბრალებს და პარალელურად ადამიანების დისკრიმინაციას ეწევიან ეთნიკური თუ სხვა ნიშნით.

"ჩვენ უფრო მეტნი ვართ თქვენზე" - აზროვნებას ვერ გავცდით ჩვენ ბედკრულნი :)

ჭანო said...

ამ ყველაფერზე რატომღაც შემდეგი ფრაზა მახსენდება:”რაც მამა ისა შვილი” და პირიქით, ანუ რაც შვილები ვართ ისეთი მშობლები გვყავს.

მე მგონი ქართველმა ჰელოვინი იზეიმო, ისეთ გარემოებასი რაშიც ჩვენ ვიმყოფებით სამარცხვინოა(მით უმეტეს რომ ეს არა ქართული დღესასწაული), მაგრამ ”მორწმუნეების” საქციელმა კი ყოველ ”მოლოდინს გადააჭარბა”.

საინტერესოა რა რეაქცია ქონდა ოფიციალურ ეკლესიის წარმომადგენლენისგან?!

Anonymous said...

სრულიად საქართველოს სატანისტური ეკლესიის კათალიკოს-მატრიარქის ლილით IV ლოცვა-კურთხევით ხვალ თავისუფლების მოედანზე დაიდგმება გველეშაპის ძეგლი, რომელიც აუპატიურებს მეფის ასულს და ათოხლავებს მხედარს, სახელად გიორგის. მართლმადიდებელ მშობლები ვალდებული არიან ატარონ ნამორდნიკები (ორალური სექსისგან თავის დასაცავად). საქართველოში ჰიგიენური მიზნებით აიკძალება წვერის ტარება. ასევე მამაკაცებმაც უნდა იპარსონ ფეხები და ჩაიცვან ყვავილებიანი ჩითის კაბები. მშობლები, რომლებიც ვერ დაასაბუთებენ, რომ მათი შვილები ქუჩაში ან სხვა საჯარო ადგილებში ჩასახეს, ჩამოერთმევათ მშობლის უფლება. ყველა, ვინც მონათლულია, უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია მასზე მიყენებული ამ ძალადობის გამო, ხოლო ვინც საკუთარი ნებით მოინათლა, დაუწესდება 80%-იანი საშემოსავლო დაბეგვრა.

Anonymous said...

ვაი შენს პატრონს!!! უბედურს!!!

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------



თქვენო ყოვლად უგახრწნილესობავ,
სრულიად წაბილწული გონებისა და ენის მქონე ფანტაზიორთა შესაკრებლის ე.წ.
მატრიარქ-დედათმთავარო, დიდო მასხარავ, ლილით IV!

მოგმართავთ პირადად თქვენ და თქვენს კომენტარს ამოფარებულ მრჩეველთა საბჭოს - ჭკუით იყავით!

ნუ ააყროლეთ აქაურობა თქვენი თავხედური გამონათქვამებითა და გახრწნილი გონების ნაყოფთა უხვად მოფრქვევით!!!

ემანდ ინტერნეტ-სივრცის მომცველი კანონმდებლობის ფარგლებში არ მოგიხდეთ პასუხის გება ანტიეროვნული ხუმრობა-ლაზღანდარობის, მკრეხელობისა და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობისთვის!

ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ,რომ თუ ამგვარად გააგრძელებთ,პასუხისგებაში მიცემას ვერ აცდებით იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებით!

ფრთხილად იყავით!
საქართველოში იმ ბილწი ბუნაგის ადგილობრივი ფილიალის შექმნის თემაზე ოცნებისა და ბოდვის სანაცვლოდ, თქვენს თანამოაზრეებთან ერთად ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლის ალში გახვეულთ არ მოგიხდეთ უნუგეშოდ ტირილი და კბილთა ღრჭენა!

თქვენს უკვდავ სულზე მზრუნველი, მოგიწოდებთ სასწრაფოდ დაქვრივებულად გამოაცხადოთ ეგ თქვენი ვირტუალური სიბილწის ტახტი და მოახდინოთ თვითლიკვიდაცია ჯოჯოხეთის ალით აღგზნებული თქვენი ვირტუალური სამატრიარქო ოფისისა!

† გიორგი

Servus Servorum Dei

The City of the Seven Hills

Anonymous said...

"ისრების გადასაყვანი ოპერაცია "ჰალოვინი" " ... გმადლობთ, გამეღიმა )) რეალურად, ამგვარი რეაქცია რომ არ ჰქონოდათ მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტებს ამ "ზეიმზე", მისი არსებობის შესახებ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვერც გაიგებდა ალბათ.
ყველაფერ განსხვავებულზე "ჰომოსექსუალიზმის" და "პროგრესულობის" მიწერა, ხომ საერთოდ კლინიკაა. გული მიწუხს უკვე.
საბოლოო ჯამში კი: თუკი მე ვცემ პატივს მორწმუნე ადამიანებს, არ ვუვარდები მათ ლოცვის დროს, არ ვარბევ მათ შეკრებებს, პატივს ვცემ მათ რიტუალებს და ცხოვრებას ზოგადად, ასეთ შემთხვევაში მათაც უნდა სცენ პატივი ჩემს "ურწმუნობას"(თუკი ასე შეიძლება ითქვას) და არ ჩაერიონ იმაში რასაც მე ვაკეთებ. ვისი რა საქმეა, მე ჰელოუვინს აღვნიშნავ, თუ ჰომოსექსუალი გავხდები?

Anonymous said...

ჩემო ძვირფასო Cheshirskaia,

გახსოვდეთ,თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ,სადაც სხვისი თავისუფლება იწყება!

შეგიძლიათ რაც გნებავთ ის აღნიშნოთ,
ოღონდ არა საკათედრო ტაძრისა და საპატრიარქო რეზიდენციის უშუალო სიახლოვეს გახრწნილი სანახაობის სახალხოდ დემონსტრირებით!

არა ახალ 5 მილიარდიან ვალში თავგაყოფილ ქვეყანაში,დედაქალაქიდან 45 კმ.-ის რადიუსში განლაგებული მოწინააღმდეგის ახალი მშენებარე ბაზის პირობებში - ფეირვერკებისა და ღამის 1 საათამდე ბოლო ხმაზე აღრიალებული ჯოჯოხეთური რეპერტუარის თანხლებით!

არა კატაფალკიდან გადმოძურწული თახსირი გარეგნობისა და საეჭვო რეპუტაციის ალქაჯებისა და მათი თეატრალიზებული ამალის მიერ მოწყობილი სახალხო ორგიის სიმულაციითა და ღრეობით - ძაძით შემოსილი მგლოვიარე ქვეყნისა და დაობლებული პატარების ცრემლების ფონზე!!!

Anonymous said...

ჩემი გამოხმაურების უმთავრესი მიზანი იყო ნინიასადმი კეთილგანწყობილების დაფიქსირება.ამასთანავე იმის ახსნა,რომ ჩვენ გავხდით მორიგი მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმისა.

რაც შეეხება ჩირგვში მჯდომ უზრდელ ბიჭუნებს,რომელთაც თავისი ცილისმწამებლური კომენტარებით დააბინძურეს ჩემი სიმპათიის (ნინიას) ბლოგი - მათთვის ვაქვეყნებ სპეციალური ცხელი ხაზის ნომერს: 899/56-98-84.

შემეხმიანეთ ბიჭებო და სადმე მოვილაპარაკებთ მაგ საქმეებზე.ამ ბოლო დროს მე ცოტა დრო გამომინთავისუფლდა.
ერთი-ორი კაცის წყენინებას ისედაც ვაპირებდი და ლიმონა რომ ამბობს (თეთრ ბაირაღებში):”მოსამართლისათვის აწი სულ ერთი იქნება,გინდა ერთი მომიკლავს გინდა ბატალიონი”.

გიორგი ანდრიაძე

Anonymous said...

კარგი რომ საზოგადოებრივი დებატი დაიწყო ამ საკითხზე. მადლობა ნინია

Anonymous said...

18.11.08 Rustavi 2:

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული კიდევ ათი სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს.

დღეს დაკრძალული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობას დნმ-ის ანალიზი დაადგენს.

/დ said...

"†
საკუთარი სახელის იდენტიფიცირება, სხვაგვარად რომ ვთქვათ - პოპულარობისკენ სწრაფვა - ორლესული მახვილი მგონია."

- და, ანონიმურად წერა არაფერს გაგონებს, †გიორგი?

Anonymous said...

Mgoni es batoni Andriaze Ninia Kakabazes "ebazreba"... iseti "martlmadidebluri" mgznebare PATIVISCEMIT moixseniens, rom etkoba, ashkarad ragacas upirebs. Frtxilad Ninia!
Paata

Anonymous said...

”და, ანონიმურად წერა არაფერს გაგონებს, †გიორგი?”

რას უნდა მაგონებდეს,ძმაო ჯონათან?

”ანონიმკებს” ხომ არა?!

†გიორგი

Anonymous said...

უსპეტაკესო გიორგი, ჩვენი მრავალათასწლიანი ეკლესიის მეთაურის ლილით IV-ის რეზიდენცია თბილისშია, კათედრა კი მცხეთაში. 25 დეკემბერს დიდი მითრას დაბადების დღის აღსანიშნავი ორკვირიანი მისტერიები იწყება, თავისი ორგიების თანხლებით. ხოდა, "ღმერთი ნუ გაგიწყრებათ" და მანამდე წვერები გაიპარსეთ, თორე ორღობის ქალივით წყევლა-კრულვა და მუქარა იქით დაგრჩებათ.
მამაო გიორგი ანდრიაძეს კი ნინიასთან ჰარშიყს ურჩევნია, როგორც "იადიგარ დაუდში" წერია, - "ხელითა ჯალყი" ჰქნას.

Shmaz said...

ირაკლი კაკაბაძე

მეტად საინტერესო დისკუსიაა. დიდი ინტერესით გავეცანი.

მე ჩემს დასთან შედარებით ცოტა არ იყოს "ჩამორჩენილი" ვარ ამ საკითხებში, თუმცა ვეთანხმები ძირითად დასმულ საკითხებს:

1. დარბევა ნებისმიერი შეკრების არის და უნდა იყოს კატეგორიულად მიუღებელი;
2. ძალადობა ნებისმიერი მიზეზით არის აბსოლუტურად მიუღებელი იარაღი;
3. ფუნდამენტალიზმი არ უნდა აგვერიოს ნამდვილ მართლმადიდებლობაში - მე ვფიქრობ რომ პატრიარქი და რამოდენიმე მეუფე - მეუფე დიმიტრი, შიო და ასე შემდეგ ამის ბრწყინვალე მაგალითები არიან. ერთი ორი რეაქციონერი ყველგან გამოერევა - პატრიკ რობეტსონზე რას იტყვით მაშვინ, რომელიც ათასობით ადამიანს აგროვებს. სხვათაშორის ქრისტიანული (პროტესტანტული) ფუნდამენტალიზმი ძალიან დიდი ფაქტორია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ისინიც სცადიან ძალადობას - მაგალითად კლავენ აბორტების გამკეთებელ ექიმებს და ასე შემდეგ.
4. ამერიკაში წელს მხოლოდ რამოდენიმე ათასი წიგნი არის აკრძალული - რომ იცოდეთ - მე ვმონაწილეობ ამ წიგნების გაშვების კამპანიაში - ასე რომ ეს ყველგან ხდება.
5. სხვათაშორის გიორგი ანდრიაძის მიმართ არანაირი ანთიპატია არ მაქვს. მე მას კარგად ვიცნობ და არ მიმაჩნია ის რეაქციონერად. პირიქით, ვფიქრობ, რომ ის მეტად პროგრესული ადამიანია. მან მშვენივრად იცის რომ მე არ ვარ ნინიას წინაპარი - საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.
6. ჰალოვინი და ჭიაკოკონობა რომ წარმართული დღესასწაულებია ეს ცხადია. რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება რომ იზეიმოს ის, რაც უნდა. მაგრამ ქართველებს ხომ არ გვახასიათებს ზედმეტი კოლონიალური მიმბაძველობა - ახლა ხომ არ გვჭირს ზედმეტი ევროცენტრიზმი (ან თეთრი ამერიკანოცენტრიზმი იმის გათვალისწინებით რომ ქართველების უმრავლესობა ობამას წინააღმდეგი იყო) და ყოველი ჩვენის უარყოფა?
7. იმასაც ვფიქრობ რომ ამ პერიოდში სახალხო ცეკვა თამაშის მოწყობა - თანაც საპატრაირქოს წინ - ცოტა არ იყოს უადგილოა. ესეც ჩვენთვის დამახასიათებელი ზედმეტობაა ვფიქრობ.
8. რაღა თქმა უნდა მრწამსის დაცვა ცეცხლითა და მახვილით - ჯვაროსნების მეთოდებით თავისთავად არის არა-მართლმადიდებლური საქციელი. სხვათაშორის იოანე პავლე მეორემ რამოდენიმე წლის წინ საჯაროდ ბოდიშიც კი მოიხადა საბერძნეთში ჯვაროსნების მიერ მართლმადიდებლების წამების და დახოცვის ფაქტებზე.
9. ტანსაცმლის გახდა-ჩაცმაზე ვერავის განვსჯი - და ვერც სხვა რამეზე - მთავრობის პოლიტიკა თუ ტაძრის წინ ღრეობას უწყობს ხელს ვფიქრობ ეს არ არის სწორი და ცოტა არ იყოს ბოლშევიკლურია.
10. აგრეთვე ბოლშევიკურია ნებისმიერი დარბევა.

მაპატიეთ ამდენი ლაპარიკისთვინ,

რეფორმირებულ-დეფორმირებული მემარცხენე, ნინიას ძმა

Anonymous said...

წამება და ღუაწლი წმიდათა ასი ათასთა მოწამეთა,
ხუარაზმელთაგან თბილისში ხატთა თაყუანისცემისთვის წამებულთა
(ისტორიული მიმოხილვა)
კეთილმსახური მეფის, წმინდა თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირას) გარდაცვალების შემდეგ (1213 წ) ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქრისტიანულ საქართველოს. ამ დროიდან სრულიად საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფეთ-მეფე შეიქმნა გიორგი IV, ზედსახელად ლაშა. „ლაშა აფსართა ენითა ბრწყინვალესა და მანათობელს ნიშნავს“ - აღნიშნავს „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერი.

ლაშა-გიორგი დაიბადა 1192 წელს და თამარის სიცოცხლეშივე, დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ (1207 წ), იქნა დასმული მის თანამოსაყდრედ, როდესაც ის ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისთანავე 1209 წელს დედამ მას ფორმალურად დაუთმო ტახტი და თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. 1210 წლიდან ლაშა-გიორგის სახელზე ფულიც კი იჭრებოდა, მაგრამ მის მიერ ერთპიროვნულად და სრულფასოვნად ტახტის მფლობელობა მხოლოდ წმინდა თამარის სიკვდილის შემდეგ იწყება.

ჭაბუკი მეფის გამოუცდელობის იმედით მისი გამეფებისთანავე მოხარკეები აიშალნენ და საქართველოსთვის ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მეფე გიორგიმ განდგომილნი ხმლის ძალით კვლავ შემოიმტკიცა და მტერიც და მოყვარეც დაარწმუნა, რომ კავკასიელთა „იმპერიის“ ტახტზე კვლავაც ძლიერი და გაუტეხავი ქართველი, გორგასლიან-დავითიან-თამარიანი იჯდა. ევროპაში ლეგენდარული თამარის ვაჟზე, როგორც „ახალ ალექსანდრე მაკედონელზე“, „ქრისტიანობის უბრწყინვალეს რაინდზე“ ალაპარაკდნენ.

რაინდული სულისკვეთებითა და პატიოსნებით უხვად დაჯილდოებულ ლაშა-გიორგის ორივე მშობლისაგან უხვად დაჰყოლოდა სიტურფე. სახილველად იყო საოცრად სახიერი და მომხიბლავი, ტანად - კენარი, ახოვანი, ძალღონითა და ლაზათით სავსე. იყო „ლომი ძალითა და უმანკო გონებითა“, უებრო მოისარი და მახვილოსანი, ცხენოსანი გულოვანი, მოჯირითე და მოასპარეზე, ჭეშმარიტი რაინდი - უშიშარი და შემართული ბრძოლებში. უსაზღვრო გულკეთილობა და გულუხვობა დაჰყოლოდა დედისაგან. მისმა გულმა არ იცოდა რა იყო შური. ყველა უყვარდა და ყველას სიკეთე ახარებდა, დამწუხრებულთ ამხნევებდა, უქონელთ ხელგაშლილად ასაჩუქრებდა და განიკითხავდა. იყო მიუკერძოებელი „ბჭე და მოსამართლე“, „მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა“. „შვიდთა სამეფოთა“ მეფეთ-მეფეს თავის სიცოცხლეში მათრახი ერთხელაც არავისთვის მოუქნევია. მაგრამ, ცოტა ხანში მხნე, ახოვანი და ძლიერი მეფე გახდა ლაღი, ამპარტავანი, თავხედი და თვითბუნება, განსხვავებით მისი დიდი პაპის - დავით აღმაშენებლისგან, რომელიც საქართველოს დიდებისთვის არა რაინდობას და მხედრობას სცემდა თაყვანს, არამედ ჭეშმარიტ უფალს. ისიც მიდიოდა მხედრული გზით - ხმლითა და ფარით ხელში, მაგრამ მეფე დავითი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ირჩევდა ხმალს, რისთვისაც შემდგომ სინანულის გალობით უფალს პატიებას სთხოვდა. ჭაბუკი მეფის რაინდულ სულს კი მხოლოდ ჭეშმარიტად ადამიანური პატივმოყვარეობა ასაზრდოებდა, პატივმოყვარეობა, რომელიც ანტიკური ხანის რაინდული ეპოსის გმირებს გააჩნდათ. გიორგი-ლაშას ხასიათის შეცვლის მიზეზი ცოდვებისაკენ მიდრეკა ყოფილა, რაც საზოგადოდ ქართველ მეფეთა სახლისათვის უცხო იყო.

ერთხელაც კახეთში, ველისციხეში, ერთ-ერთი აზნაურის სახლში ყოფნისას მას გლეხის ცოლი (დანიშნული) მოეწონა. მან არ გაითვალისწინა ის, რომ ქალი უკვე გათხოვილი იყო, ხოლო მეფეს ასეთი უღირსი საქციელი არ ეკადრებოდა, დაავლო იმ ქალს ხელი და სამეფო კარზე მიიყვანა, მაგრამ დიდებულებმა ნება არ დართეს ქვეშევრდომი საქართველოს დედოფალად გამოეცხადებინა. ამასობაში ქალი დაორსულდა და შვა ძე - დავითი „ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშუა მე დედამან ჩემმან“. დავით VII ულუს (1247-1270) მემატიანე „დიდთა განსაცდელთა მეფეს“ უწოდებს.

„რატომ აქცევს მემატიანე განსაკუთრებულ ყურადღებას ლაშა-გიორგის ცოდვების აღწერას? იმიტომ, რომ ისინი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს უბედურების საბაბად ქცეულა. ლაშას უკანონო ძე - დავითი, მონღოლებმა გაამეფეს, თავის მხრივ რუსუდანმაც გაამეფა თავისი ვაჟი. ამან საქართველოში ორმეფობა დაბადა, რასაც შემდეგ ქვეყნის გაყოფა და მრავალი, ენით აუწერელი უბედურება მოჰყვა შედეგად, ლაშა-გიორგის ცოდვა მთელმა ერმა ზღო საუკუნეთა მანძილზე. სწორედ ამას სჭვრეტდა წინასწარ ეკლესია და მოუწოდებდა მეფეს - მოეშალა სიავენი. უკანონობამ უკანონობა დაჰბადა, უწესობამ - უწესობა (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე - საქ. სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III.).

გიორგი-ლაშამ არ ინება კანონიერი ცოლის მოყვანა, რაც ძალზე აღონებდა დიდებულებს და ეკლესიას. ამ მიზეზით შეიკრიბნენ კათალიკოსები (ქართლისა და აფხაზეთისა), ვაზირები და ეპისკოპოსები და ამხილეს, მაგრამ მეფემ არც კი მოუსმინა მათ. მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამ და დიდგვაროვნებმა არ დათმეს და კათალიკოს-პატრიარქის ეპიფანეს თაოსნობით წაართვეს მას უკანონო ცოლი და ველისციხეში, თავის კანონიერ ქმართან წარგზავნეს (სხვა ცნობით ქალი დარდისაგან გარდაიცვალა). ამის შემდეგაც არ იქორწინა მეფემ და ბოროტი ჩვევებიც არ მოიშალა, რის გამოც კათალიკოსები, დიდი თავადები და თვით ივანე ათაბაგიც სამეფო კარს განეშორნენ. ამით ისარგებლა ლაშამ, სანატრელი დედის სახელმოხვეჭილი ვეზირები გადააყენა, მათ მაგივრად თანამოასაკენი შეყარა და მათთან ერთად განსცხრებოდა. განისვენებდა ნადირობითა და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტისადმი, ვითარცა წერილ არს ისრაილთათვის „დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად“. უსჯულოება მეფისა კი ერს ჭირივით გადაედება, ხელმწიფის ღრმა სარწმუნოება კი ერსაც კრძალვით აღავსებს. ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს და მიდრკეს სიძვათა შინა და მთვრალობათა“.

1204 წელს მოხდა უდიდესი კატასტროფა ბიზანტიის ისტორიაში: ამ წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი (კონსტანტინეპოლი არასოდეს არ აღებულა მისი დაარსებიდან, IV საუკუნიდან, ვიდრე იმ დრომდე) და დაარსეს ლათინთა (დასავლეთ- ევროპელთა) სახელწიფო, ცენტრით კონსტანტინეპოლში, რომლის არსებობამ გასტანა 57 წელი, ბიზანტიის სახელმწიფოს ხელისუფლება კი გადავიდა მცირე აზიაში და დამკვიდრდა დასავლეთ ანატოლიაში, ცენტრით ქალაქ ნიკეაში. მხოლოდ 1261 წელს შესძლეს ბერძნებმა კონსტანტინეპოლის დაბრუნება და ბიზანტიის სახელმწიფოს აღდგენა.

ბიზანტიის იმპერიის დაკნინება-დასუსტების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო, რომლის საზღვრებში XII ს-ის პირველ მეოთხედში გაერთიანდა კავკასიის მთავარი ნაწილი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, თანდათან განმტკიცდა და გაძლიერდა და თამარის ეპოქაში დაიჭირა ბიზანტიის ადგილი.

XIII ს-ში (1220 წლისათვის) ტერიტორია სრულიად საქართველოსი შეადგენდა 246. 178. კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა 8. 950. 000 მცხოვრებს. აქედან საკუთრივ საქართველოს სახელმწიფო შეიცავდა ტერიტორიას - 227. 427 კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა 8. 250. 000 მცხოვრებს. ტრაპიზონის სამეფო კი, რომელმაც ტერიტორიული ცვლილებები განიცადა და ჩამოყალიბდა, როგორც ქართული სახელმწიფო ქართულ მხარეთა საზღვრებში შეიცავდა 18. 751 კვ. კმ-ს, მოსახლეობა კი 700. 000 მცხოვრებს.

XIII ს-ის პირველ მეოთხედში საქართველო „ჯვაროსნად“ ამხედრებული ევროპისთვის, ანტიმუსლიმანური ძალების წინააღმდეგ მდგარ ერთადერთ საიმედო ბურჯსა და დამცველს წარმოადგენდა აღმოსავლეთში. და აი, 1219 წელს. მოვიდა ეპისტოლე ევროპიდან - რომის პაპი ჰონორიუს III ქართველთა მეფეთ-მეფეს სთხოვდა თავისი მხედრობით დაძრულიყო იერუსალიმისაკენ მიმავალ ჯვაროსნებთან შესაერთებლად. ლაშა-გიორგიმ, თავისი რაინდული ბუნებიდან გამომდინარე, უდიდესი სიხარულით მიიღო ეს მიწვევა და დაუყოვნებლივ „ჯვაროსნული ომისთვის“ მზადებას შეუდგა, მაგრამ სრულებით მოულოდნელად თვით საქართველოს საზღვრებს მანამდე უცნობი მტერი მოადგა და ამ გარემოებამ საქმეთა მიმდინარეობას სულ სხვა მიმართულება მისცა.

კარზე მომდგარი მტრები მონღოლები იყვნენ, რომელთა ვინაობა, არათუ მაშინდელი საქართველოსთვის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის მცხოვრებთათვისაც კი უცნობი იყო, რადგან მონღოლები შორეული ქვეყნებიდან დაიძრნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი იყო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ.

XIII ს-ის დამდეგიდან ჩინგიზ-ხანის მეთაურობით მონღოლთა გაერთიანებულმა სახელმწიფომ (ყველა თვისტომის გაერთიანების შემდეგ, იგი იქცა მათ უზენაეს მბრძანებლად - ყაენად) მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი აზიასა და ევროპაში - ჩრდ. ჩინეთი, კორეა, ცენტრალური აზია, შუა აზია, ირანი, ავღანეთი და სხვა ქვეყნები დაიმორჩილა. დასავლეთით ისინი მიუახლოვდნენ ევროპის ცენტრებს - „ვიდრე ბორღართა და სერბეთამდე“. მონღოლებმა (მონღოლთა სამეფოს მოსახლეობა ძირითადად შედგებოდა სამი რასისაგან: თვითონ მონღოლების, თათრების ანუ თურქებისა და ჩინელებისაგან) ყოველივეს მუსრი გაავლეს (თუმცა ფაქტია, რომ ასეთმა უძლიერესმა სახელმწიფომ ვერ შეძლო საქართველოს სრულიად დაპყრობა, უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო ქართული სახელწიფოებრიობის გაუქმებაც კი. ქართულმა სახელმწიფომ მონღოლთა ძლევამოსილი მსვლელობა ლიხის მთასთან შეაჩერა. დასავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლებმა ვერ შეძლეს, ამიტომაც სამეფო ცენტრი იქ იქნა გადატანილი).

როდესაც მოხუცმა ხვარაზმ-შაჰ მუჰამმედმა შეიტყო მონღოლთა მოახლოება, ექვსასი ათასი კაცით გაემართა ჩინგიზ ხანთან საბრძოლველად, მაგრამ დამარცხდა და მცირე რაზმით მონღოლთა ალყაში აღმოჩნდა. როცა ეს ამბავი მისმა ვაჟმა სულთანმა ჯალალედინმა (ჯალალ ად-დინმა) შეიტყო, რომელიც იყო „კაცი მხნე, ქველი, შემმართი, უშიში, ვითარცა უხორცო, ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო“, მცირეოდენი რაზმით მიიჭრა, მამა გამოიხსნა და მასთან ერთად ღაზნაში გაიქცა ახალი ლაშქრის შესაგროვებლად და მონღოლების მრისხანე მბეძანებელთან კვლავ შესაბრძოლებლად. როდესაც ჩინგიზ ხანმა ჯალალედინის გაქცევა შეიტყო, ორი სარდალი, ჯებე და სუბუდაი, ღაზნასა, ღარჯისტანსა, ზაბულსა და ქაბულში 30000 ცხენოსანი ჯარითურთ დასაზვერავად და გზების შესაკრავად წარგზავნა. ისინი ხვარაზმშაჰს კვალდაკვალ სდევდნენ და, იმისდა მიხედვით, როგორც თანდათან ჯალალედინი უფროდაუფრო დასავლეთით ერანისკენ და ერანის მიწაწყალზე, ლამობდა ფეხის მოკიდებასა და გამაგრებას, მონღოლებიც იმავე გზით მოჰყვებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. „განვლეს თურანი, ჯეონი, ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, და მოიწივნეს განძას, და ვინც წინაღუდგა, ყველას სძლიეს. მონღოლთა სარდლები, დავალების ასრულების შემდეგ, ისევ მონღოლეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ მათ პირი კვლავ ჩრდილოეთისკენ იბრუნეს და ჩრდილოეთს ერანს, ადარბადაგანამდე რომ მიაღწიეს, რანისა და შირვანის მიწა-წყალსაც მიადგნენ, რაც საქართველოს საზღვრების გადმოლახვას უდრიდა, რადგან აღნიშნული ქვეყნები საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიც სამფლობელოებს წარმოადგენდა. 1220 წ. ცალთვალა მონღოლთ სარდალ - სუბუდაი-ბაჰადურს და ჯებე-ნოინს 20000 მხედრით საქართველოს საზღვარი გადმოულახავს. ეს ისე მოულოდნელად მომხდარა, რომ ქართველთა მონაპირე 10000 კაცისაგან შემდგარ ჯარს წინ მომავალი უცხო მტრისთვის მხოლოდ დადევნებაღა შესძლებია.

როდესაც ვარამ გაგელმა და ივანე ათაბაგმა აცნობეს მეფეს „უცხოისა ნათესავისა მოსლვა, უცხოითა ენითა, ოხრებად სომხითისად“, მან ოთხმოცდაათი ათასი მხედარი შეკრიბა და მონღოლ-თათართა წინააღმდეგ საბრძოლველად წარემართა. მეფეს ივანე ათაბაგი, მისი ძმისწული შანშე მანდატურთუხუცესი და ვარამ გაგელიც შეუერთდნენ დიდი ლაშქრით. მტერი ბერდუჯის წყლის პირას იყი დაბანაკებული. „იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდამო უშჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათვის“ - ღაღადებს ჟამთააღმწერელი.

ქართველთა ლაშქარი დამარცხდა და საგრძნობლად დაზარალდა, ხოლო მეფე მონღოლური ისრით დაიჭრა და იოანე ათაბაგთან ერთად გაქცევით უშველა თავს. ასეთი გამარჯვების შემდგომ მონღოლებმა, გზების ვიწროობისა და ტყით დაბურულობის გამო დადევნება ვეღარ გაბედეს და უკუნ გაბრუნდნენ. ლტოლვილი და დამწუხრებული მეფე კი, რომლის ცოდვების გამოც ისჯებოდა მისი სამეფო, თბილისში დაბრუნდა და იარებს იშუშებდა, მაგრამ ნაადრევად წამოდგა ფეხზე და საომარ მზადებას შეუდგა.

ერთი წლის შემდეგ სუბუდაი-ბაჰადური და ჯებე-ნოინი ორმაგად გაზრდილი ლაშქრით (თურქმენთა, ირანელთა და ქურთთა ლაშქარიც შეჰმატებოდათ), სამშვილდემდე მივიდნენ, მაგრამ, შეიტყეს თუ არა თავისი ჯაშუშებისაგან, რომ ქართველებს მათთან საბრძოლველად ჯარი უკვე მზად ჰყავდათ, უკანვე გაბრუნდნენ და დარუბანდისკენ გაემართნენ. მათ ვერც შარვანშა აღუდგა წინ და ვერც დარუბანდელნი. დარუბანდის კარიც გახსნეს და ყივჩაღებიც დაამარცხეს. და ესე დაუსვენებლად, უსაჭურვლოდ, უხმლოდ, მხოლოდ მშვილდის იმედით, საშინელ გზებზე დაუჭედელი ცხენით გადათქერეს ჩრდილო კავკასია, ყირიმს უწიეს და რუსთა ლაშქარი გაანადგურეს. შემდეგ უკან მობრუნდნენ და კვლავ ჩინგიზ ხანის წინაშე წარდგნენ ყარაყურუმს. მან კი სასწრაფოდ გაგზავნა ერთ-ერთი შვილი ხვარასნისკენ, ჯალალედინ სულთნის საძებნელად. შვიდჯერ შეებნენ მონღოლები ჯალალედინს და შვიდჯერვე სძლიეს. „ჯალალდინ სულტანი ხუარასნისა და უფროის ხუარამზმა და მეფე ყოვლისა სპარსეთისა“ დედაწულიანად აიყარა და ასორმოცი ათასი კაცით მონღოლებს განერიდა.

საქართველოში მონღოლთა გამოჩენა და გაცლა შემთხვევით და უმნიშვნელო მოვლენად მიუჩნევიათ. ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს მათი სახელიც კი არა აქვს მოხსენებული, ხოლო ამ ამბიდან 3 წლის შემდგომაც, რუსუდანი და იოანე მხარგრძელი რომის პაპს ჰონორიუსს სწერდნენ, რომ მონღოლები ქრისტიანები გვეგონნენ, მაგრამ ცუდი ქრისტიანები გამოდგნენნო, თუმცა ქრისტიანობასთან მათ რწმენას საერთო არაფერი ჰქონდა. ისინი წარმართები იყვნენ, შამანობის მიმდევარნი.

ლაშა-გიორგიმ კი დამარცხების ჯავრი გულიდან მალე გადაიყარა და თავის დის, რუსუდანის გათხოვებისათვის მზადებას შეუდგა; სხავდასხვა მთხოვნელთა შორის მან უმჯობესად შარვანშაჰი ცნო და ბაგავანში ნიშნობის წესის აღსანიშნავად 10 დღიანი პურობაც გამართა. სწორედ იქ ყოფნის დროს მეფეს ჭრილობა გაურთულდა და გრძნობა დაჰკარგა. გონს მოსულმა დიდებულებსა და დარბაზის ერს რუსუდანი და დავითი (უკანონო შვილი) შეავედრა, ხოლო ტახტი და უფლისწული რუსუდანს ჩააბარა, და ანდერძად დაუტოვა, როცა დავითი სრულწლოვანებას მიაღწევს, მეფედ დაადგინეთო (თუმცა რუსუდანმა „დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი“). 1222 წლის 18 იანვარს მეფე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ჯერ თბილისში წაასვენეს, შემდეგ კი გელათს და სამეფო საძვალე-სამარტვილეში დაკრძალეს.

ლაშა-გიორგის მოულოდნელი სიკვდილისა და გლოვის წესის გამო ქორწილი გადაიდო, ხოლო რუსუდანის გამეფების შემდეგ, შირვანშაჰის მის ქმრად მოყვანაც ჩაშლილა. დარბაზის ერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაუწყვეტიათ, რომ რუსუდანისთვის ქმრად რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინი შეერთოთ, რომელიც მძევლად იმყოფებოდა სამეფო კარზე. სხვა ღირსებებთან ერთად ის გარეგნობითაც მშვენიერი იყო და რუსუდანიც ისე გაგიჟებით უყვარდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა, წინასწარ მაჰმადიანობა უარეყო და გაქრისტიანებულიყო, უყოყმანოდ მიიღო. 1223 წ. ქორწილი შედგა. რუსუდანს ჯერ ქალი - თამარი შეეძინა, შემდეგ კი ვაჟი - დავითი.

ლაშა-გიორგის გარდაცვალებისა და რუსუდანის გამეფების შემდეგ სამი წლის განმავლობაში საქართველო წვრილ-წვრილ ბრძოლებში იყო გართული. რუსუდანს მაშინდელი საერთაშორისო მდგომარეობის მთელი საშიშროება სრულებით არ ესმოდა და „ჩუეულებითა წესსა ძმისა მისისასა ვიდოდა. ამიტომ „ქუეყანაი საქართველოისა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი, ვითარცა იტყვის წინაისწარმეტყუელი: ვაი მათდა რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს და საქმეს სოდომელთასა იქმან“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა.

„სახელმწიფო საქმეებში სრულებით გამოუცდელსა და პასუხსაგები მოვალეობისთვის შეუფერებელს, სახელოვანი დედისგან მხოლოდ სილამაზე ჰქონდა გამოყოლილი, ვიდრე მაღალი გონებრივი და ზნეობრივი თვისებები. საქართველოს კი ეხლა წინანდელზე უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნება, შორსგამჭვრეტელი და გამოცდილი პოლიტიკოსი სჭირდებოდა, რომელიც შინაურობაშიცა და საგარეო პოლიტიკაშიც დინჯი წინდახედულობით იმოქმედებდა. დიდგვარიან აზნაურებსაც თავის ადგილს მიუჩენდა და კარზე მომდგარ განსაცდელსაც სათანადოდ მომზადებული დახვდებოდა“ - წერს ივანე ჯავახივილი.

დასავლეთისკენ მსრბოლ ჯალალედინს დაწვრილებითი ცნობები ჰქონდა ქართველთა საუკუნოვანი უძლეველობისა და აზიაში მათი პირველობის შესახებ. მონღოლთაგან ძლეულს იმედი ჰქონდა ქართველების დამარცხებით (მუსულმანთა დამანგრეველ-დამამცირებელი ქვეყნის) შელახულ სახელს აღიდგენდა. ამ მიზნით ჯალალედინმა ერანში ფეხის მოკიდება და გამაგრება სცადა და მოიწადინა თავი ყველა მაჰმადიანის მფარველად და სპარსელთა ძლევამოსილების განმაახლებლად მოეჩვენებინა. მან გადმოიბირა ზოგიერთი მახლობელი აღმოსავლეთისა და საქართველოს ყმადნაფიცი მუსლიმანური სამფლობელოების მმართველები და მათგან დახმარებაც მიიღო.

ლაშა გიორგის სიკვდილიდან მესამე წელს ჯალალედინმა ადარბადაგანს (ადერბეჯანს) მიაღწია, „ქუეყანად მხარგრძელთა“. ჯერ კიდევ მოხუცმა მუჰამმედმა სცადა ადარბადაგანის თავისი გავლენიოს ქვეშ მოქცევა, მაგრამ მონღოლთაგან დევნილს სიკვდილმა მოუსწრო. ჯალალედინი კი სამხრეთ ადარბადაგანში ნაწილობრივ მომაგრდა და საქართველოს მთავრობას მუქარითა და ქადილით სავსე მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნებაყოფლობით დამორჩილებას თხოულობდა. საქართველოს მთავარსარდლობა იოანე მხარგრძელის მეთაურობით ჯალალედინს არაფრად აგდებდა. ეტყობა მათ თავიანთი თავი დავით აღმაშენებლისა და თამარის დროინდელი ხანის მსგავსად, წინანდებურად მახლობელ აღმოსავლეთში პირობების მოკარნახე, უძლეველ ბატონ-პატრონად მიაჩნდათ, რის გამოც, პოლიტიკური სიფხიზლე და სამხედრო სიფრთხილის აუცილებლობის შეგნებაც მოდუნებული ჰქონდათ. ამავე მიზეზით საომარი სამზადისიც მათ საკმარისი სიძლიერითა და სისწრაფით არ უწარმოებიათ.

ჯალალედინმა კი უმალ მოქმედება დაიწყო. იგი 1225 წ. შემოდგომას დაიძრა და მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული ლაშქრით გადმოლახა საქართველოს საზღვარი, დვინის სანახებს შეესია და მის აოხრებას მიჰყო ხელი. იწყეს „ხოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩვილთა ყრმათა რიდებდეს“.

ამის შემდგომ ქართველებმა მზადება დაიწყეს, მაგრამ ჯალალედინი დიდი სისწრაფით მოქმედებდა. იგი მაღლობზე მდებარე გარნისის მიდამოებს მიადგა და თავისი ლაშქრით გარნისის დაბლობში დაბანაკდა. რუსუდანმა მხედართმთავრად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაადგინა. თუმცა ქართველთა მთავარსარდლობა არ ჩქარობდა და საქმეს აჭიანურებდა, მაგრამ ჯალალედინმა უმალ იერიში მიიტანა.

ივანე ათაბაგმა მოწინავე რაზმის მეთაურობა სიმამაცითა და მხნეობით გამორჩეულ ორ ძმას, შალვა და ივანე ახალციხელებს დაავალა. თვითონ კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად. უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი მოწინავე ლაშქარი ურიცხვ მტერს. ექვსი ათასი ქართველი იბრძოდა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, და ამაოდ ითხოვდნენ მაშველ ჯარს, მაგრამ „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. ქართველები დამარცხდნენ. ამ სასტიკ და უაღრესად სისხლისმღვრელ ბრძოლაში ივანე ახალციხელი და ოთხი ათასი ქართველი მოკლეს, შალვა მანდატურთუხუცესი კი ტყვედ ჩაიგდეს და ერთი წლის შემდეგ წამებით ამოხადეს სული (ხს. 17 ივნისს). ივანე ათაბაგი კი ძირითადი ლაშქრით უბრძოლველად (სამარცხვინოდ) გაშორდა ბრძოლის ველს, ბიჯნისს გაემართა და საიმედოდ ჩაიკეტა, სადაც ორი წლის შემდგომ მოკვდა კიდეც, მხედარმთავრად მისი ძე ავაგი დანიშნეს და ამირსპასალარობაც უბოძეს.

გარნისის აღების შემდეგ, ჯალალედინმა ქალაქი დვინი აიღო და ეს მდიდარი სავაჭრო ცენტრი მთლიანად გაძარცვა. რაკი დვინი დაპყრობილი ჰქონდა, ჯალალედინი საქართველოს დედაქალაქისკენ გამოეშურა, მაგრამ თავრეჟიდან ცნობა მოუვიდა სამხრეთ ადარბადაგანში მოსალოდნელი შეთქმულების შესახებ. მან საქართველოს უკვე დაკავებულ მიწა-წყალზე თავის ლაშქრის ერთი ნაწილი დასტოვა და ქვეყნის რბევა დაავალა, თვითონ კი ლაშქრის მეორე ნაწილით შეთქმულების ჩასახშობად გაემგზავრა.

თავრიჟში ყოფნისას ჯალალედინს მთელი გულისყური საქართველოსკენ ჰქონდა. მან გადაწყვიტა მტრული მოქმედება აღმოსავლეთის მხრიდანაც დაეწყო და ამ მიზნით განძა და მისი სანახები დაიპყრო და ააოხრა. როდესაც ჯალალედინმა შეთქმულება სისხლში ჩაახშო, თავრიჟიდან ისევ თბილისისკენ გამოემგზავრა. მან ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოხრდეს სამეფოი თქუენი“. ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა, რომ არც კი მოესმინა მისთვის“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი ჯალალედინს აცნობა. სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა. როდესაც რუსუდანმა ხვარაზმელთა მოახლოების ამბავი შეიტყო, თბილისისა და ისნის ციხის მცველებად ლაშქარი დატოვა და სათავეში ბოცო ჯაყელის ძენი, მემნა და ბოცო ჩაუყენა, თვითონ კი თავისი შვილებით - თამარითა და დავითით (რომელიც საქართველოს ისტორიაში ცნობილია, როგორც დავით VI ნარინი (1247-1293). დასავლეთ საქართველოს მიაშურა და ქუთაისის სასახლეში დასახლდა, მისი ქმარი - არზრუმელი უფლისწული კი თბილისში დარჩა.

ჯალალედინი მტკვრის მარჯვენა ნაპირს გამოჰყვა და თბილისის ახლოს დასცა ბანაკი. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს. ბრძოლის პირველ დღეს ქართველებმა დაჯაბნეს მტერი „ბრწყინვალე ძლევაი აჩუენეს ქართველთა“, მაგრამ ისევ ღალატის გზით უნდა მისცემოდა უწყალო მტრის ხელს საქართველოს დედაქალაქი! თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულან ქალაქის დასამხობად. იმ ღამეს ვითომცდა ქრისტიანმა სპარსელებმა ღალატით „განძის“ კარი გაუღეს მტერს. „იყუნეს უკუე ქალაქსა შინა ტფილისს კაცნი მკვიდრნი ნათესავით სპარსნი, თუ უკუე ჩემებით ქრისტე ქმნილნი“. წერს ანტონ კათალიკოსი. ქალაქში მტრის მოულოდნელმა გამოჩენამ ქალაქის მცველნი დააბნია. აბჯრის ასხმაც ვერ მოასწრო მემნამ ისე გაუპო შინაგანმცემელმა სპარსმა უმუზარადო თავი. ქართველებსა და სპარსელებს შორის გაჩაღდა შინა ომი. ქალაქის დამცველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ „უღმრთონი იგი სპარსნი, მკვიდრნი ტფილისს შინა“, რომლებიც მანამდე ქართველთა მოყვარედ აცხადებდნენ თავს, მტრის მხარეზე გადავიდნენ და ხვარაზმელებთან ერთად ატყვევებდნენ და ხოცავდენ თანა-მოქალაქეებს. მოღალატეთა შორის რუსუდანის ქმარი - რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინიც იყო. იგი თბილისის დაცემის შემდეგ ჯალალედინს წარსდგომია და ისევ ისე გამაჰმადიანებულა. მასაც, რასაკვირველია მაჰმადიანობისაგან განდგომა უპატიებია და უხვადაც დაუსაჩუქრებია.

1226 წ. 9 მარტს მტერი დედა-ქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობას ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიუჩნევია. რუსუდანმა (რომლის ცოდვათა გამოც, უდარდელობასა და დროსტარებას რომ მიეცა, მის სამეფოს ღმრთის მფარველობა მოაკლდა და დაისაჯა) მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები ყოფილან. ბოცომ ჯალალედინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ჯალალედინმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. ამიერიდან საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალედინს ჩაუვარდა ხელში.

მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა. მომხდურები და უკეთური შინაგანმცემლები უფრო გათამამდნენ და „საშინელითა აღსპობითა მოსწყუედდეს ბერთა, მოხუცთა, ჭაბუკთა, ყრმათა, და ჩჩვილთა, მამრთა და მდედრთა, განურჩევლად“. „ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა? - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ უსაშინელეს სისხლიან დღეზე, „ჩჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარმოსცვი ვიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარენ დახოცილები, ცხენის ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. თბილისის ქუჩები, ხრამები და ხნარცვები გვამებით აივსო, ხოლო უმრავლესი მტკვარს მიჰქონდა.

„ჰოი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი! ცრემლთა, ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძრვოდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბეს და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყუარელთა შვილთა, ზოგნი - ძმათა და მამათა, ცოლნი - ქმართა, და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა, ცხენთა მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს“.

ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა თვით ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეაგინეს, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“ მოიგონა სხვა სიბოროტეც: იკადრა და სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა და გრძელი ასასვლელი ხიდიც გაადებინა. ესეც არ იკმარა და ყველა დატყვევებულის გამაჰმადიანება განიზრახა. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოა-ტანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა და ტყვეებს „დათრგუნვაი პატიოსანთა ხატთაი და სჯულის დატევებაი“ უბრძანა, ხოლო ვინც არ აღასრულებდა, თავის მოკვეთა ელოდა.

„არა მცირედი იყო მაშინ სიმრავლეი ტყუეთაი“, რადგან იმ ხანებში ქალაქი სამ ნაწილად იყოფოდა - ისანი, თფილისი და კალა - და თვითეულ ნაწილში მრავალი ათასი კაცი ცხოვრობდა. მაგრამ ქალაქის მცხოვრებთა გარდა თბილისს, „ვითარცა უმტკიცესსა ციხესა“ საშიშროების დროს, თავს აფარებდა ახლო-მახლო მდებარე სოფლების მოსახლეობაც.

ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ჩუენ მეფეს სურს, რომ ქრისტე უარჰყოთ და მისი სჯული დაუტეოთ, ხოლო ხიდზე დადებული ხატები დანერწყვოთ და ფეხის დადებით შეურაცხჰყოთ. ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, „აჰა, მახვილნი ხელთა შინა ლაშქართა ჩუენთასა“ და უეჭველად უთაოდ დარჩებაო. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და თავის დამბადებელს განუდგა, ხოლო მრავალმა მათგანმა მხნედ მიუგო მტარვალთ: ღმრთის მადლით ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ, ქრისტეს პატიოსანი სისხლით მოსყიდულები და ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული აქამომდე ერთი ღმერთის - ცხოველსმყოფელი სამების სახელის მქადაგებლები. რომლის მიერაც გვშობეს ჩვენმა მშობლებმა ამ ქრისტიანულ ქალაქში და აქვე მოვინათლეთ, ხოლო „სიმრავლემან ცოდვათამან, რომლითაცა ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ (დანიელი 3, 27. 30.) და მცნებათა ღმრთისათა არა ვისმინეთ და არცა დავიცუენეთ და არცა ვჰყავთ, ვითარ იგი მამცნო ჩუენ ღმერთმან, რაითა კეთილ იქმნეს ჩუენდა (31.) და ყოველნი ესე მოაწივნა ჩუენ ზედა მაღალმან და ყოველნი, რაოდენიცა გვიყუნა, მართლითა მით მსჯავრითა გვიყუნა მისთა (32.), რამეთუ მიგუცნა ჩუენ ხელთა თქუნ მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, და განდგომილთა და მეფისა ცრუისა და უუსჯულოესისა, უფროის ყოვლისა ქუეყანისა“. და თუმცა შერცხვენილები, დამდაბლებულები და შემცირებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, შემუსრვილი და დამდაბლებული გულით შევსწირავთ თავს „ღმრთისა მიმართ მამისა და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმნენით ქალაქსა ამას შინა და სიწმიდენი ამისნი შევაგინენით“. და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით. არც მის პატიოსან ხატს შეურაცხვყოფთ, რომელიც წმინდა ანგელოზების მიერ პატივ-იცემების. „აჰა ქედნი ჩუენნი ეცით ძლიერად“. და უფალს შეჰღაღადეს: „უფალო იესუ ქრისტევ, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩუენ და შეგვეწიენ და წარმართე ჰსრბაი ესე ჩუენი, შენთვის სიკუდილისა მიმართ და მიითუალენ სულნი ჩუენნი, ხელთა შინა შენთა“, ხოლო დანარჩენები მიუგებდნენ: „ამინ“.

ნაცნობ-მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს ამხნევებდნენ: „მე უკუე აღვიარებ ძესა ღმრთისასა განხორციელებულსა და განკაცებულსა, ღმერთად შემოქმედად ყოვლისა თანა მამით და სულით წმიდითურთ და მწყურის მისთვის, რაითა შევსვა სასუმელი სიკუდილისა, რაითა მისთანა ვსუფევდე საუკუნოდ“, ხოლო შიშით განლეულებს მოუწოდებდნენ: „ჰოი! საწყალობელნო და უბადრუკნო, თანა მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თქუენთა გურგვინისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად, დაითმინეთ ჩუენთანა სიკუდილი ქრისტესთვის, რაითა ერთად ღირს ვიქმნეთ შესლვად სიწმიდესა მას შინა, სადა იგი წინა-მორბედად ჩუენთვის შევიდა იესუ, ღმერთ-მამაკაცი იგი, მღდელი და მეფეი“. შემდეგ მტარვალებს მიმართეს: ნუღა აყოვნებთ თქვენდამი ბრძანე-ბულის აღსრულებას, რადგან ჩუენ ყველანი ქრისტიანები ვართ და გვწამს ცხოველსმყოვფელი სამებისა და მზად ვართ მისთვის მოვკვდეთ. არც ჩუენს შემოქმედს უარვჰყოფთ, რომელმაც დაგვბადა, და არც ჩუენი უფლის იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ხორცით ივნო, და მისი უხრწნელი დედის წმინდა და პატიოსან ხატებს შეურაცხვყოფთ, არამედ ძრწოლით თაყვანის-ვსცემთ.

ხვარასნელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ჯერ უნდა დაენერწყვათ და მერე ფეხი დაედგათ ხატებზე, იმ ხატებზე, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება მოკრძალებული ამბორით თაყვანისსცემდნენ და რომელთა წინ ბავშვობიდან მხურვალედ ლოცულობდნენ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, წმინდა ხატები კი არ შეურაცხ-ყო, არამედ მდაბლად თაყუანი-სცა და სიკვდილის წინ უფალს სული შეავედრა.

უსჯულო ჯალალედინი კი სიონზე დაშენებულ „ბილწ საჯდომზე“ იჯდა და იქიდან დასცქეროდა, როგორ დაუნდობელად ჩეხავდნენ მისი მებრძოლები ქრისტეანებს, ზოგი მახვილით, ზოგიც ხმლით, ზოგიც შუბითა და დანით, და ხიდიდან ყრიდნენ მკვდრებსა და დაჭრილებს. ხატები წამებულთა სისხლით დაიფარა, ხოლო მტკვარი გვამებით ისე ამოივსო, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასლვა ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს პატიოსანი ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მტკვარს, და ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს და მის დედაქალაქს - თბილისს.

რომელ ერს ჰყავს ერთ დღეში სარწმუნოებისთვის თავდადებული ასი ათასი მოწამე? ან განა მრავალია ისეთი ქალაქი, ერთ დღეში თავისი მოსახლეობით მიწიერიდან ზეციურ ქალაქად გადაიქცეს და ასი ათასი წმინდანი შეჰმატოს ზეციური იერუსალიმის წმინდანთა საკრებულოს? „აჰა, მადლი ქრისტეისი განსაცვიფრებელი, აჰა, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი სამაგალითო, აჰა, ერთობაი ერისა სანატრელი“... და ვინ იყვნენ ისინი - ასი ათასი მოწამენი? - „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა - დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე - „ვინ მამა იყო შვილებისა და ვინ დედაი თვისთა ნაშობთა და მრავლითა სალმობითა აღზრდილთა, ვინ ქმარი იყო საყუარელისა ცოლისა და ვინ ცოლი იყო თავისი ქმრისა, ვინ ძმაი იყო საყვარელთა დათა და ძმათა და ან ვინ დაი იყო სატრფიალოისა ძმებისა. ვინ იყო მწყალობელი ბატონი ერთგულისა ყმისა და ვინ ყმაი იყო საიმედოისა ბატონისა, ვინ იყო სარწმუნო მეგობარი ტკბილისა მეგობრობისა და ან ვინ ქველისმოქმედი იყო წყალობისა ღირსი“. .

თბილისის დაპყრობა ჯალალედინისთვის უდიდესი გამარჯვება იყო. ამ ამბავმა მას დიდი სახელი მოუხვეჭა, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს უძლეველობას დიდი ზიანი მიაყენა. ჯალალედინმა თბილისი მთლიანად გააძარცვინა. მისივე განკარგულებით ყველა მდივან-მწიგნობარნი დილიდან საღამომდე ხელში ჩაგდებული უამრავი სახელმწიფო სიმდიდრის აღნუსხვას აწარმოებდნენ და მაინც, ჯალალედინის კარის ისტორიკოსის სიტყვით, დაკისრებულ სამუშაოს ვერ ასდიოდნენ.

ხვარაზმელებმა „მოაოხრეს რა თფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ხოცად და კლვად სომხითისა, და კამბეჩიანისა, და იორისპირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტაანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა“. ჯალალედინის საომარ მოქმედებას ყველაზე მეტად თვით საქართველოს სამხედრო ხელისუფლების დაქსაქსულობა უწყობდა ხელს. ისინი თავ-თავის ციხეში გამოიკეტნენ და მხოლოდ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

ხვარაზმშაჰის ლაშქრის თავაშვებულობამ, ბრალიანის და უბრალოს მხეცურმა ხოცვა-ჟლეტამა და თვით მაჰმადიანი მოსახლეობის შეუბრალებელმა დაბეგვრამა და ძარცვამ, ყველას თვალი აუხილა და საქართველოს ყმადნაფიცობა და მფარველობა მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანებისთვის უკვე სანატრელი გახდა, ჯალალედინისადმი კი ყველგან მტრული დამოკიდებულება განმტკიცდა. ამიტომაც, როდესაც მან ქალაქ ხლათის აღება გადაწყვიტა, ხლათის მოსახლეობამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.

ხვარაზმელთა ერთი წლის მბრძანებლობა თბილისში საკმარისი აღმოჩნდა, რომ თბილისელ მაჰმადიანებს თავისი მოღალატური საქციელი სანანებლად გახდომოდათ და საქართველოს მთავრობას საიდუმლოდ აცნობეს ქალაქში დატოვებული მეციხოვნე ლაშქრის სიმცირე. ვერც არზრუმელმა უფლისწულმა (რუსუდანის ქმარმა) გაუძლო ხვარაზმშაჰის თავგასულობას, თბილისიდან გამოიპარა, მაჰმადიანობა კვლავ უარყო და დედაქალაქში იმ დროს არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობას დაწვრილებითი ცნობები მიაწოდა. მათაც სასწრაფოდ თბილისისკენ ჯარი გაგზავნეს და 1226 წ. დამლევს მტრისაგან გაათავისუფლეს. ჯალალედინმა შეიტყო რა ეს ამბავი, ხლათს თავი გაანება და მთელი თავისი ლაშქრით თბილისისკენ გამოეშურა. ქართველებს შებრძოლება მიზანშეწონილად არ მიუჩნევიათ, და ხვარაზმშაჰი-სთვის თბილისში გამაგრების საშუალება რომ მოესპოთ, 1227 წ. დამდეგს ქალაქი დაუცლიათ და თვითონვე გადაუწვავთ. ჯალალედინის თავაშვებული ნავარდით თავმობეზრებულმა რუმის, შამისა და შაჰარმენის სამფლობელოების მესვეურებმა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება დაიწყეს, მაგრამ ჯალალედინმა კვლავ დაასწრო და სანამ მოკავშირეები მზადებას დაასრულებდნენ, 1227-1228 წ.წ. მიჯნაზე მთელი თავისი ლაშქრით ქართველთა 40000-იან ლაშქარს ბოლნისის ჩრდილოეთით შეებრძოლა და დაამარცხა. 1229 წ. ჯალალედინმა ხლათიც აიღო, მაგრამ ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება იყო, რადგან მონღოლებს ხვარაზმშაჰის სრულიად განადგურების წადილი არ განელებოდათ. 1230 წ. აგვისტოში ჯალალედინს ამბავი მოუვიდა, რომ მონღოლები სპარსეთის სამხრეთ ადარბადაგანს უახლოვდებოდნენ. იგი სასწრაფოდ აიყარა და მარაღაში მივიდა, შემდეგ კი ყველა თანამებრძოლისაგან მიტოვებული, მონღოლთა ლაშქრისაგან თავის დასაღწევად ბასიანის მთებში გაიქცა, მაგრამ იქ 1231 წლის 17 აგვისტოს ქურთმა მწყემსმა მძინარე მოკლა და გაძარცვა. ასე საწყალობლად, ღმრთისაგან და კაცთაგან მივიწყებულმა დაასრულა სიცოცხლე.

სიონის ტაძარში კი დღესაც აღესრულება წირვა-ლოცვა, ასი ათასი მოწამის ხსენების ადგილზე განზრახულია მათი სახელობის ტაძრის აგება (ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა დიდ დიღომშიც) ხოლო თბილისის განაპირა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება „ათთა ბევრთა მოწამეთა“ - თბილისის მფარველთა დიდებული ხატი, რათა საქართველოს დედა-ქალაქი დაიფაროს ყოველგვარი განსაცდელისგან.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე said...

მტკვარი გვამებით ისე ამოივსო, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასლვა ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა...KargiT ra qalbatono... Halloweeeni 31 oqtombris games damtavrda!
Paata

Anonymous said...

Es ra ambavi atexila aq?

Ninias cerili, iseve rogorc misi samoqalaqo pozicia, namdvilad misasalmebelia.

Bolosdabolos droa, rom religiur sakitxebze daickos sazogadoebrivi diskusia, rom farisevloba da morcmuneoba, civilizebuloba da veluroba ertmanetisgan ganvasxvaot.

lolski said...

muahahahahaa commentebze vkaifob-))) gansakutrebit qristianobas amofarebul sidzulvilze da srul sibneleze-)))
religia xom masis kontrolis erterti sashualebaa, saukuneebis win nacadi, romelmac sabednierod ar gaamartla...
maxsovs bavshvobashi eklesiashi viyavi eqskursiaze da daxeuli jinsis shortebis gamo gamomagdes iqidan :))) mogvianebit ki bavshvis natlobaze ar shemishves mokle kabis gamo... mas mere gadavcyvite rom chemtvis yoveldghe haloweenia da sul plastmasis citeli rqebit davdivar, ase icis gadametebulma yvelaferma :)))
vamayob ninia shenit.

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------

ეხ lolski,lolski...!

”რელიგია ოპიუმი ხალხისათვის”???!!! - მაგრამ არა რჩეულთათვის - როგორიც გახლავთ ღრმად პატივცემული ქალბატონი lolski.

ერთი შეხედეთ რელიგიას ამოფარებულ იმ კაცთმოძულე უკმეხ ფანატიკოსებს როგორ გაუნაწყენებიათ ჩვენი დაიკო lolski ...
ელემენტარული საეკლესიო ეთიკის ნორმების უხეშმა დიქტატმა პროტესტის ნიშნად ადრეული ასაკიდანვე რომ დააწყებინა წითელი პლასტმასის რქების ტარება ოპონენტთა კომენტარებზე მოკაიფე ამ უდიადეს lolski-ს.

ნუთუ შეიძლებოდა ამგვარი ღრმა ფსიქოლოგიური დაღი დაესვათ ნათლით მოსილი უმანკო არსებისათვის?!

საკმაოდ ნაცნობი სცენა წარმოგვიდგა თვალწინ:

თავწაკრული ეგზალტირებული დედაკაცი ტაძრიდან თვალების ბრიალით მიერეკება ნახევრად შიშველ გოგონებს. შესაძლოა ამ სანახაობას მომარჯვებული ცოცხის გმირულმა ფრიალმაც შესძინოს განსაკუთრებული ეგზოტიკური ელფერი.მსგავს სცენებს ჩვენთან რა დალევს?!

ნუ აღმაშფოთებელია პირდაპირ!)))

როგორც ჩანს, არც იმ ახალგაზრდებს ყავდათ პატრონი - არც დედაკაცისთვის უსწავლებია ვინმეს კრიტიკული შემთხვევებისას ოპერატიული რეაგირება ”მომხდურთა” ღირსების შეურაცხყოფისა და ძალადობის გარეშე (ან თუნდაც გამონაკლისის სახით თვალის დახუჭვა ექსკურსიაზე მისული ბავშვების ტაძრისთვის შეუფერებელ ჩაცმულობაზე).

მოდით სხვა ვარიანტსაც გავეცნოთ:

თავად გახლდით მოწმე ერთ-ერთი ცნობილი ქართველის იუბილეზე ოპერაში გამართულ სამთავრობო კონცერტზე საპარლამენტო ლოჟაში წამოსკუპული ორი ახალგაზრდა გადაპრანჭული ქალბატონის გაუთავებელი ქაქანისა.

ბრძნული გამომეტყველებისა და საკუთარი მრავალმნიშვნელოვანების განცდის ფონზე აშკარად შეინიშნებოდა, რომ ამ მდედრ ჩინოვნიკებს არც გარშემომყოფთა უკმაყოფილება მიაჩნდათ რამედ და არც ის გაეგებოდათ, თუ სად და რისთვის იმყოფებოდნენ.

დარწმუნებული ვარ წარმომადგენლობით ფუნქციას სხვა ვითარებაშიც მსგავსი უმსგავსობით ასრულებენ და ვაი ჩვენს პატრონს თუ ამგვარი კადრებით ხდება უცხოეთში გასაგზავნი მაღალი სამთავრობო დელეგაციების დაკომპლექტებაც.

აბა ვინმემ გაბედოს და რამე აკადროს - ხომ დათხრიან თვალებს ეს ჩვენი გაყოყოჩებული სვეტუნია ქაჯები)))))))))))))

lolski said...

iberikolkhi@yahoo.com, vsio vokrug da okolo... pirdapir ver gamoxatav shens azrs da shori gzidan movlisas gzashi ikargebi-)

Anonymous said...

by: iberikolkhi@yahoo.com
-------------------------

არა lolski - არ დავკარგულვარ!გარემოებათა გათვალისწინებით დროებით მოვცილდი მონიტორს.

ჩემი ბოლო კომენტარის შინაარსიდან გამომდინარე დასკვნითი ”აკორდის” გაკეთება კი თავად თქვენთვის მომინდვია...
მე კი უბრალოდ ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ საეკლესიო თუ საერო ეთიკის ელემენტარულ ნორმებს.

”vsio vokrug da okolo”?! - ეს ხომ ჩემი პროფესიაა...)))))))))

Unknown said...

ეს საშინელი ზვიადისტები აქაც არიან კაცო? ვერ გაძღა ეს ხალხი პატრიარქის ლანძღვით.

ნინიას სტატია ცოტა სუბიექტურია, თუმცა დროული და გასაგონი.

ეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ვეღარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, საშინელებაა უკვე. მისი იდეოლოგი ჩემი ლექტორი იყო ერთი პერიოდი, მაშინვე შევამჩნიე რომ რაცხა ვერ ჰქონდა თავში (ღმერთმა მაპატიოს სასულიერო პირია, მაგრამ უკვე ზედმეტები მოსდის), დანარჩენებზე საუბარიც არ შეიძლება.

ამ ხალხმა როდემდე უნდა ისარგებლოს უწმინდესის კაცთმოყვარეობით?! ამათ რომ მართლმადიდებლობისა არაფერი სცხიათ ფაქტია, მაგრამ სინდისი ან რაღაც მსგავსი ხომ არსებობს?!

ამ ჰალოვინზე იმდენი იღრიალეს, განსაკუთრებით ამ რელიგიურმა გიჟებმა, რომ მომავალი წლიდან ეროვნულ დღესასწაულად აქცევენ. 50 სულელი თინეიჯერი სახალხოდ გაგიჟდა და ეს მონათლეს კაცობრიობის დასასრულად.

საქმე არ გაქვთ?

P.S. ეს გიორგი ანდრიაძე როდემდე უნდა აწვალებდეს?! ბიჯო არ დაიღალე?!

უკაცრავად,

ივერიელი

Anonymous said...

ნინია კაკაბაძის ნაირი ადამიანები და ჟურნალისტები გვიმრავლოს!

meine grüne Hoffnung said...

კომენტარებს რომ გადავხედე, კიდევ ერტხელ დავრწმუნდი ქართული საზოგადოების ნაწილს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს საკუთარ თავთან.. ეკლესია ამბობს.. ღმერთი ამბობს.. აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ, უსიტყვოდ და დაუფიქრებლად.. თუ დაფიქრებულა ვინმე, რომ არც ეკლესია და არც ღმერთი შეუწყნარებლობას არ ქადაგებს და რას ნიშნავს ”დავარბიოთ ჰელოუინი”? იმას, რასაც აკეთებდნენ ინკვიზიტორები შუა საუკუნეებში?? თუ იმას, რომ ”სატანის განდევნის” მცდელობაში სატანას ვუშვებთ საკუთარ სულებში? ეს პირობითად, თორემ რეალურად არც ერთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც მხოლოდ სახარება წაუკითხავს, მაგრამ ჭეშმარიტად სწამს ქრისტესი ამას არ გააკეთებს.. ღმერთი (ვგულისხმობ იმ ღმერთს რომლის სახელითაც ეს ხალხი მოქმედებს) მოგვიწოდებს შეურაცხვყოთ სხვისი შეხედულებები? თუ გვაძლევს არჩევანის ტავისუფლებას?? მომიტევეთ, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, ვისაც სხვისი შეხედულებები (განსხვავებული შეხედულებები) სამარცხვინოდ მიაჩნიათ..

meine grüne Hoffnung said...

კომენტარებს რომ გადავხედე, კიდევ ერტხელ დავრწმუნდი ქართული საზოგადოების ნაწილს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს საკუთარ თავთან.. ეკლესია ამბობს.. ღმერთი ამბობს.. აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ, უსიტყვოდ და დაუფიქრებლად.. თუ დაფიქრებულა ვინმე, რომ არც ეკლესია და არც ღმერთი შეუწყნარებლობას არ ქადაგებს და რას ნიშნავს ”დავარბიოთ ჰელოუინი”? იმას, რასაც აკეთებდნენ ინკვიზიტორები შუა საუკუნეებში?? თუ იმას, რომ ”სატანის განდევნის” მცდელობაში სატანას ვუშვებთ საკუთარ სულებში? ეს პირობითად, თორემ რეალურად არც ერთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც მხოლოდ სახარება წაუკითხავს, მაგრამ ჭეშმარიტად სწამს ქრისტესი ამას არ გააკეთებს.. ღმერთი (ვგულისხმობ იმ ღმერთს რომლის სახელითაც ეს ხალხი მოქმედებს) მოგვიწოდებს შეურაცხვყოთ სხვისი შეხედულებები? თუ გვაძლევს არჩევანის ტავისუფლებას?? მომიტევეთ, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, ვისაც სხვისი შეხედულებები (განსხვავებული შეხედულებები) სამარცხვინოდ მიაჩნიათ..

Anonymous said...

კომენტარებს რომ გადავხედე, კიდევ ერტხელ დავრწმუნდი ქართული საზოგადოების ნაწილს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს საკუთარ თავთან.. ეკლესია ამბობს.. ღმერთი ამბობს.. აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ, უსიტყვოდ და დაუფიქრებლად.. თუ დაფიქრებულა ვინმე, რომ არც ეკლესია და არც ღმერთი შეუწყნარებლობას არ ქადაგებს და რას ნიშნავს ”დავარბიოთ ჰელოუინი”? იმას, რასაც აკეთებდნენ ინკვიზიტორები შუა საუკუნეებში?? თუ იმას, რომ ”სატანის განდევნის” მცდელობაში სატანას ვუშვებთ საკუთარ სულებში? ეს პირობითად, თორემ რეალურად არც ერთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც მხოლოდ სახარება წაუკითხავს, მაგრამ ჭეშმარიტად სწამს ქრისტესი ამას არ გააკეთებს.. ღმერთი (ვგულისხმობ იმ ღმერთს რომლის სახელითაც ეს ხალხი მოქმედებს) მოგვიწოდებს შეურაცხვყოთ სხვისი შეხედულებები? თუ გვაძლევს არჩევანის ტავისუფლებას?? მომიტევეთ, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, ვისაც სხვისი შეხედულებები (განსხვავებული შეხედულებები) სამარცხვინოდ მიაჩნიათ..

Mamaladze said...

მიხარია! მიხარია რომ შიაგადაშიგ საქართველოში ადამიანები მოიძებნებიან ხოლმე, რომელთაც გამბედაობა ყოფნით ამდაგვარი პუბლიკაციეაბი გააკეთონ ხოლმე. გამბედაობა საზოგადოების სულ უფრო ზრდადი წენხის წინაშე.

იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დავადგინოთ რა გვინდა და საით მივდივართ. იქნებ მართლაც ღირს კონსტიტუციაში რელიგიის კანონზე უზენაესობა ჩავწეროთ, სახელმწიფო წყობილებად ოფიციალურად თეოკრატია გამოვაცხადოთ და არჩევნების გაყალბების პრობლემც მოიხსნება!

ფრთხილად ხალხნო! ეს რელიგიური კეკლუცობა და მოდაზე პირჯვრისწერა ნელ ნელა საზღვრებს გადადის და იმ სფეროებში იჭრება სადაც მხოლოდ კანონს, კონსტიტუციას და საერო სამართალს ეთქმის სიტყვა!

კიდევ ერთი რამ, რატომ არავის ყოფნის ძალა და გამბედაობა გააკრიტიკოს უწმიდესისა და უნეტარესის "მწვადშამფურული" და მედროვეული პოლიტიკა. რომის პაპი, რომელიც თავისი გავლენით ჩვენს პატრიარქს ათასჯერ აღემატება იძულებულია კრიტიკა მოითმინოს, მოისმინოს და გაითვალისწინოს! ვიმეორებ გაითვალისწინოს!

დავასრულებ ცნობილი ფრაზით: ბევრად ადვილია ირწმუნო ვიდრე იაზროვნო და მიხვდე!