Thursday, October 30, 2008
“Human Right” Is Watching You - “ადამიანის უფლება” თქვენ გაკვირდებათ!
30 ოქტომბერი 2008 წელი
ნინია კაკაბაძე
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ანგარიშის ჩაბარებისას მედიას მეტი გახსნილობისკენ მოუწოდა და “სიტყვის გათავისუფლებას” დაგვპირდა. რასაკვირველია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ არავის შექმნია ილუზია, რომ ჩვენს წინაშე მალე მაღალ პროფესიული, ობიექტური და კვალიფიციური ტელემედია წარსდგებოდა. ამ შედეგს პრეზიდენტის კეთილ ნებაზე მეტი, სატელევიზიო მედიაში ძირეული რეფორმები სჭირდება. ამჟამინდელ “სიტყვის თავისუფლებაში” ჩვენ მივიღეთ საინფორმაციო გამოშვებების მეორე ბლოკში მიკუჭული არასაპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტიკური თოქ-შოუ პირველ არხზე, სადაც უმეტეს შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ადამიანისგან ერთი ტიპის მოსაზრება ისმის. სატელევიზიო ფონი, რომელიც სამი ნაციონალური არხის მეშვეობით იქმნება, არავითარი სტანდარტის ნორმებს არ აკმაყოფილებს. თუკი ერთხელ მოგეცემათ შესაძლებლობა და, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებას შეხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დაინახავთ, რომ სურათი მართლაც საგანგაშოა. საინფორმაციო გადაცემებში ზუსტად ერთნაირია წყობა, (ე.წ. “ვიორსტკა”) ერთი და იგივე რესპოდენტები და მათი შეფასებები, კომენტარები. მსგავსია ჟურნალისტთა კარდს მიღმა ტექსტები, მათი ტონი, სიუჟეტების ხანგრძლივობა და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით ყველაფერი მსგავსია, რა ვიზუალურ თუ ტექსტუალურ მასალასაც შეიცავს “ინფორმაცია”. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: - რა საჭიროა სამი სათაური (მოამბე, კურიერი, ქრონიკა), როდესაც შეიძლება ისევე, როგორც კომუნისტურ ხანაში, ერთი მათგანი გვქონდეს, მაგალითად “მოამბე”?!
ქართველი მაყურებელი შეგუებული იყო ერთი წლის წინანდელ ტელერეალობასაც და შეეგუა დღევანდელ მედია რეალობასაც. შარშან ორი არხი (“იმედი” და “რუსთავი 2”) ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორომაციას გადასცემდა. ერთი რევოლუციას აქეზებდა, მეორე კი არსებულ ხელისუფლებას იცავდა. ორივე მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოდა. “იმედის” უკან პატარკაციშვილი იდგა, “რუსთავი 2”-ს უკან ხელისუფლება, ორივე მათგანი არა მხოლოდ საკუთარ პოზიციებს, არამედ საკუთარ კეთილდღეობას, სტაბილურობასაც იცავდა. ერთი წლის წინანდელ მედიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ქონდა - ტელევიზიების დაპირისპირების შედეგად ჩვენ უკიდურესაც პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. მაგრამ, ამავე დროს: მაყურებელს, რომელსაც სურვილი ჰქონდა მაქსიმალური ინფორმაცია მიეღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ამ ორი ტელეკომპანიის სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შეჯერებით ამის საშუალება მეტად იყო. მოვუსმენ ერთს, მოვისმენ მეორეს და გამოვიყვან საშუალოს. დღეს ამის საშუალება პრაქტიკულად არ არის. დღეს მაყურებლის შრომა გაცილებით გართულებულია, მას ინფორმაციის ძიება სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ გვერდებზე უწევს.
როგორც არ უნდა ვიმოძრავოთ და როგორი სვლებიც არ უნდა გავაკეთოთ და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს დავაბრალოთ, საბოლოოდ მაინც მედიის არაპორფესიონალიზმთან მივალთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
პატარა ლირიკული გადახვევა. ერთი ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამივე ნაციონალური ტელეარხის “თოფნიუსად” იქცა. “საიდუმლო სერობა იტალიურ რესტორანში” - სათაური იმდენად დამაინტრიგებელია, რომ ეფექტი უკვე მიღწეულია. შარშანდელი ნოემბრისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით შეაჩერა ამ მიმართულებით მუშაობა, ან იგი უფრო ხელმომჭირნე გახდა. აგრეთვე 2 დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა სინანულით ისაუბრა გასულ ნოემბერში დაშვებულ შეცდომებზე... ამიტომ ახლა საქმეში გამომძიებელი ჟურნალისტი ჩაერთო. სააგენტო “პირველის” ჟურნალისტმა იმ დღეს უნიკალური მასალა მოიპოვა: ის ყველა ტელეარხს უყვებოდა ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ზურაბ ნოღაიდელის საუბარს, რომელსაც ყური მოკრა და ის ამგვარ ფრაზებს შეიცავდა: “ახლა სხვა სიტუაციაა, ვიდრე შარშან იყო”, “7 ნოემბერს მიშა უნდა მორჩეს”, “რუსეთის ფაქტორი”. რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, სულ ეს არის! ჟურნალისტმა ასევე წარმოადგინა რამდენიმე ფოტო, სადაც ლევან გაჩეჩილაძე მოჩანს. თუმცა ამ ფოტო მტკიცებულებების გარეშეც საკმარისად დამაჯერებელი იყო მონათხრობი. 7 ნოემბერს დაწყებული აქციებით, ხელისუფლების შეცვლა რომ არის გეგმაში, ამას არც ერთი ოპოზიციონერი არ მალავს და თუ სადმე სატელევიზიო მიკროფონი ჩაუვარდათ, ყველგან ამას გაიძახიან. როგორც ჩანს, წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები “კავკასიას” ბოიკოტს უცხადებენ, თორემ ეს ხომ მათთვის “საიდუმლო სერობის” მასალა ვერ გახდებოდა?! მივადექით საკვანძო, დანაშაულებრივ ფრაზას - “რუსეთის ფაქტორი”. მაყურებელმა უნდა ივარაუდოს, რომ პოლიტიკოსებმა რუსეთი, როგორც დამხმარე ძალა ისე მოიხსენიეს - მიზანი ეს არის! ჩვენ აღარ მოვყვებით, ვის რა მიზანი ამოძრავებს, ვინ რას გეგმავს, რა არის ამ ვითარებაში გამართლებული და რა არა, ან რომელი სახელმწიფო სტრუქტურა მოქმედების როგორ ფორმაზე გადავიდა გასული ნოემბრის შემდეგ - დღეს ჩვენ ტელემედიაზე ვსაუბრობთ. არც იმას აქვს მნიშვნელობა რაზეა დამყარებული სააგენტო “პირველის” ჟურნალისტის ქმედება, რომელმაც წყობიდან გამოსული ”ჟუჩოკის” ფუნქცია იკისრა: ასრულებს ის კონკრეტული ჩინოვნიკის თუ სამინსიტროს დავალებას, მოქმედებს საკუთარი ინიციატივით თუ უბრალოდ ეკონომიკური კრიზისის ჟამს ფინანსურ დანაზოგს ავსებს ?! სამარცხვინო ის არის, რომ წამყვანი ტელეარხები ამ არაფრის მთქმელ შეხვედრას, საიდანაც არანაირი ტიპის ახალი ინფორმაცია არ მოდის, მთელი დღის განმავლობაში აანონსებენ და საღამოს გამოშვებებში კულმინაციის სახით, ერთ-ერთ პირველ, დღის თემად თუ სიუჟეტად გვთავაზობენ. ამის შედეგად სიუჟეტის ეთერში გასვლის დღეს, დაინტრიგებული, ცნობისმოყვარე და ფარული ჩანაწერების მოყვარული ქართველი მაყურებელი ერთ კითხვას სვამდა - სად არის რესტორანი მედიტერანიანი?! (იგულისხმება იტალიური რესტორანი, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა).
ამგვარი არაფრისმთქმელი, ყვითელი სიუჟეტების დამზადებადა, შემდეგ მისი ეთერში გაშვება, ნებისმიერი საშუალო სტანდარტების დამაკმაყოფილებელი მაუწყებლისათვისაც კი სამარცხვინო იქნებოდა. მაგრამ ცხადია, რომ ქართული ტელემედიის წარმომადგენლები ამას ვერ აცნობიერებენ. ვერ აცნობიერებენ, რადგან საკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ. ასეთ დროს ძალიან მომგებიანია პასუხიმგებლობა უხარისხო “სერობაზე” მხოლოდ ხელისუფლებას, - მედიის ამ მაკონტროლებელ ორგანოს მოვთხოვოთ, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს სამთავრობო ორგანო ხარისხობრივი თვალსაზრისით - თვალთვალის, მოსმენისა და დაჭერის ოდნავ უფრო მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ლოგიკურად მთავარ საკითხამდე მივედით.
მსურს დავიჯერო, რომ პრეზიდენტის სურვილი - მეტად თავისუფალი მედია-გარემო შექმნას, გულწრფელია. გულწრფელია ყველა სახელისუფლო პირი, რომელიც აღიარებს, რომ სიტყვის თავისუფლების საკითხში საქართველო სავალალო მდგომარეობაშია. მჯერა, რომ სატელევიზიო მედიის ინტელექტუალურ-პროფესიონალური რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. გასაგებია, რომ ჟურნალისტები მიდრეკილნი არიან მიკერძოებულობისაკენ და მათთვის რთულია სუბიექტური კომენტარებისგან თავის შეკავება. ამასთანავე ისინი მიეჩვიენ მითითებით მუშაობას და, თუკი მედიის მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელები და წევრები მათ სწორ მითითებებს მისცემენ, მაშინ შესაძლებელია ეს კატასტროფული სურათი, ოდნვ მაინც შეიცვალოს. სწორი მითითებები კი ძალიან მარტივია.
წარმოვიდგინოთ, რომ რეკავს ნებისმიერი საინფორმაციო გადაცემის “ნიუსრუმში”, მაგალითად, თბილისის მერი გიგი უგულავა. ოთახში ყველა ჟურნალისტმა მოიყარა თავი. ქალაქის მერის ხმა, ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მთელ ოთახში ისმის, ის ყველას მიმართავს: “ძვირფასო ჟურნალისტებო, მოგმართავთ თქვენი უფროსი ძმა! გთხოვთ, გადაეცით მაქსიმალური ინფორმაცია, იქნება ის პოზიტიური თუ ნეგატიური შინაარსის. ეცადეთ თავი შეიკავოთ სუბიექტური, მიკერძოებული, სიმპათიითა თუ ანტიპატიით განმსჭვალული კომენტარებისგან, რაოდენ ხატოვნადაც არ უნდა გამოთქვამდეთ მათ. ამ ეტაპზე მიაწოდეთ მოსახლეობას მშრალი ინფორმაცია. შეარჩიეთ განსხვავებული რესპოდენტები. ასე ძალიან ნუ დაემსგავსებით ერთმანეთს. ძვირაფასო ჟურნალისტებო, პირველ ეტაპზე ეს საკმარისია. თუკი ამ დავალებას შეასრულებთ, მისი მეშვეობით, მაგალითად, Human Rights Watch-ის ახალ კვლევაში ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით თავისუფალი მედიის სტანდარტებს. მე მჯერა თქვენი პროფესიონალიზმის. მადლობთ ყურადღებისათვის.”
იქნებ, მედიის არაფორმალური მაკონტროლებელი ორგანოების მიერ, ასე მარტივად, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიწოდებული რჩევა-დარიგება საკმარისი აღმოჩნდეს მინიმალური ცვლილებებისთვის. ცვლილებები სატელევიზიო მედიაში - რომელიც სურს ქვეყნის პრეზიდენტს, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, მმართველ პარტიას, მის ოპონენტებს და, რაც მთავარია, მაყურებელს. “ჭეშმარიტება არის ის, რასაც მმართველი პარტია ცნობს ჭეშმარიტებად” (ჯორჯ ორუელი) – მმართველი პარტია კი უაკანაკსნელ დროს, სწორედ სიტყვის თავისუფლების ჭეშმარიტ სურვილზე საუბრობს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
ჰიუმან რაითს ვოჩი თუ დარტ ვეიდერს ჰგავდა, არ ვიცოდი:-)))
ცოტა მეტი ჰუმორით უნდა მიუდგეთ საკითხს და არა ბუკვოედურად:)))) აი, მაშინ გეცოდინებოდათ:)))
ramdeni raghac xdeba msoplioshi. ramdeni saintereso ambavi, adamiani, gamogoneba, azri... da ak bnel xvrelshi vcxovrobt, sadac vighac sami uintereso adamianis shexvedra aris top newsi? chven kidev piri gvakvs gaghebulebi mayureblebs patara bartyvebivit da a, a, ase vaketebt da amit vikvebebit? gadaagdet eg yuti.
ორი რამ ვერ გავიგე: 1. საიდან დგინდება რომ მაყურებელი შეეგუა არსებულ ტელერეალობას? 2. ”სააგენტო პირველის” მასალა რატომ არ იყო მნიშვნელოვანი? და რატომ იყო ყვითელი?
მაშინ შენ მითხარი, რატომ იყო სააგენტო პირველის მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი? რა გაიგე, რაც აქამდე არ იცოდი? გარდა იმისა, რომ რაღაც საინტერესო რესტორანში, სავარაუდოდ გემრიელი კერძები მიირთვეს ბატონმა ოპოზიციონერებმა?:))
ნუ, რავიცი, ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად თუნდაც მხოლოდ სადილობდა. მგონია, რომ მაშინ როცა ყოფილი პრემიერი ყველასთან თავს არიდებს კომენტარს მის სამომავლო გეგმებზე, ეს მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ეს უცნობი იყო ჩემთვის. თქვენ იცოდით? მაშინ რატომ არ დაწერეთ? :))))თავიდან არასერიოზულად აღვიქვი ეს ინფორმაცია, მაგრამ ვნახე ვიდეო და მოვისმინე თავად იმ ჟურნალისტის კომენტარი. ძალიან პატიოსნად და პროფესიულად მოქცეულა, მისულა და კომენტარი უთხოვია რესტორანშივე. ყოველ შემთხვევაში თავად ამ ჟურნალისტმა (უკაცრავად, სახელი არ მახსოვს) ასე თქვა. (უჰჰ, რამდენი დამიწერია:) )
uii, ra chirs commmentebs, anonimurshi rato adamikvana?
კი მე ვიცოდი, რომ ნოღაიდელი ოპოზიციაში წავიდა, აკრიტიკებს ხელისუფლებას და ა.შ. და ვინ სად სადილობს და ვისთან ერთად, აი ეს უკვე ყვითელი ინფორმაციაა, თუკი არ ვიცით კონკრეტულად რა იყო შეკრების მიზანი. თანამოაზრეები შეიკრიბნენ და გემრიელად ისადილეს:))))
goerge osbornma da oleg deripaskam korfuze iachtit gaiseirnes - am logikit esec kvitelia. magram sadac respondentis ceras ver vscavlobt, iq patara daltonizmi ra mosatania:)
მედვედევი და მიშა რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრის მიზანი ვერ გავიგოთ, მაშინ რა ხდება? რას აკეთებენ მაღალი სტანდარტების მქონე ჟურნალისტები? :))))
goerge osbornma da oleg deripaskam korfuze iachtit gaiseirnes - am logikit esec kvitelia. ეს ამბავი ამ ლოგიკით არა, ყველა ლოგიკით ყვითელია, ბატონო ჩემო.
მედვედევის და მიშას შეხვედრას რაც შეეხება - არ მგონია შეხვედრის მიზეზი გასაიდუმლოებული იყოს - აი, შეხვედრის შედეგები კი შეიძლება გაგვიყალბონ:)))
კარგით რა ხალხო, სხვა რაღაცაზე ილაპარაკეთ ან იკამათეთ - რა მნიშვნელობა აქვს ყვითელია თუ არაყვითელი?! ნაგავია!!! სხვა სახელი ამას არ ჰქვია... გააჩნია რაზეა საუბარი, თორემ სისულელის კარგად შეფუთვაც შეიძლება და პირიქით... ზიხართ აქ ნიჭიერი ადამიანები (სარკაზმის გარეშე) და დროს ვიღაცეების სადილის გამომზეურების ადეკვატურობა-არაადეკვატურობის გარჩევაში ატარებთ. ნუ უყურებთ და პრობლემაც მოგვარდება. არავინ რომ არ უყუროს საინფორმაციოს და ცოტა ხანი სარკეში ჩაიხედოს, მაშინ ყველა მიხვდება რომ ეს ერი (დღევანდელი მდგომარეობით) იმსახურებს იმ ყოფას (და არა მხოლოდ მმართველს) რომელშიც იმყოფება!
მადლობთ...
P.S. 1995 წლის 15 მარტს კოპენჰაგენის ერთი ჩამუქებული სახლის სამზარეულოში ორი მთვრალი დანიელი მამაკაცი ერთმანეთს არყით სავსე ჭიქებს უჭახუნებდნენ და თან ნახევრად ხუმრობით ფურცელზე რაღაცეებს ინიშნავდნენ... მეორე დღეს, გამოფხიზლებულებმა ფურცელი იპოვეს, ბევრი იცინეს და მაგრად დათვრნენ... მესამე დღეს ისევ არყისკენ გაექცათ თვალი, მაგრამ გაბრაზებულმა დიასახლისმა ორივე რეჟისორი სახლიდან გააგდო... ერთი კვირის თავზე კი, 1995 წლის 22 მარტს ზემოთ ხსენებულმა ორმა ადამიანმა (პირველს ლარს ფონ ტრიერი ერქვა და მეორეს კი ტომას ვინტერბერგი) სრულიად კინოსამყაროს წარუდგინეს მანიფესტი სახელწოდებით "დოგმა 95"...
კითხვა - არის თუ არა ეს ყვითელი ინფორმაცია?
და მეორე კითხვა - თუმცა, აღარ მაქვს კითხვა, ისედაც გასაგებია...
ცოტა დაგვიანებით კი წავიკითხე ეს სტატია და მომწონს როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ არა პოლიტკორექტულობის გამო. მაგრამ ყოველთვის მიჩნდება ერთი შეკითხვა: რა საჭიროა სიტყვის თავისუფლება თუ მისი გამოყენების საშუალება არ გექნება? თუ სიტყვის თავისუფლება მარტო ჟურნალისტური ელიტის ხვედრია? ნუთუ არავის აწუხებს ის რომ რიგით მოკვდავს არა აქვს საშუალება ტრადიციული მედია გამოიყენოს საკუთარი აზრის ყოველგვარი ცენზურის გარეშე დანარჩენ საზოგადოებასთან მისატანად? ან ის რომ რატომღაც ვიღაც თუნდაც ფრიად განსწავლული მედია-მეტრები ადგენენ სტანდარტებს როგორ ვილაპარაკოთ და როგორ არა, რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არა? უფრო მარტივი არ არის რომ ძალადობისაკენ მოწოდების გარდა ყველაფერი ყოველგვარი ცენზურის გარეშე ყველანაირი ფორმით მივაწოდოთ მკითხველს ყოველგვარი ავტორიტეტების კანალიზაციის გარეშე და თვითონ მკითხველმა გადაწყვიტოს რას ენდოს და რას არა, რა მიიღოს და რა არა? მე კიდევ ერთხელ მინდა დავსვა კითხვა თუ თანასწორობის პრინციპი უზენაესია საზოგადოებაში მაშჳნ რათ მინდა სიტყვის თავისუფლება თუ ენაზე ბოქლომს დამადებენ მედიის წარმომადგენლები?
კონვენცია bro, ძირგამომპალი კონვენცია!.. ყველაფერი შეფარდებითია და არ არსებობს ქვეყანა სადაც აბსოლუტური თავისუფლება არსებობდეს მედიაში ან სხვა ინსტიტუტში... ასე გვმართავდნენ, ასე გვმართავენ და ასე შეეცდებიან (და რატომღაც ეჭვი მაქვს რომ გამოუვათ) გვმართონ მომავალშიც... არსებობს მართლა ტაბუდადებული თემები, რის შესახებაც ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას...
მაგალითად, რატომ არავინ საუბრობს ჩვენს ფაშიზმზე?!!! ერთხელ მაინც სადმე გინახავთ ან წაგიკითხავთ რამე "ჩვეულებრივ ქართულ ფაშიზმზე"?!! არ იცით რომ ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და სხვები მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ საკუთარი "სიმაღლე" ვიგრძნოთ? არ იცით რომ მათთვის ამ ქვეყანაში ყოველთვის განსაზღვრული იყო ადგილი?!! რომელ თქვენგანს გაეხარდება რომ მისი და, ძმა, შვილი დაქორწინდეს აზერბაიჯანელზე, სომეხზე, ქურთზე ან ასე შემდეგ?!! როდესაც ვსაუბრობთ მედიაზე, მის თავისუფლებაზე, რაღაც ევროპულ ფასეულობებზე, ჯერ საკუთარ თავს მივხედოთ და მერე ამოვიღოთ ხმა!!!
Post a Comment